ქართველების დეკემბერი - ხვიჩა ოთხეულისთვის, ზურიკო გასავარდნ ზონაში, "ჩაკვეს" დაბრუნება...

AutoSharing Option
წლის ბოლო თვე დადგა, საფეხბურთო ჩემპიონატებში კი პირველი წრე სრულდება. შარშან ამ დროს მუნდიალი ტარდებოდა, ახლა კი გუნდები მეტი კალენდარული მატჩის ჩატარებას ახერხებენ. მარტში უმნიშვნელოვანესი სანაკრებო შეხვედრები გველის, მანამდე კი ჩვენს ლეგიონერებს უნდა ვუგულშემატკივროთ; რამდენიმე მათგანის შესახებ დეტალურად გეტყვით...

"ნაპოლი" ოთხეულისთვის და ქართველები...

ობიექტურები რომ ვიყოთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ჩემპიონი გუნდის წლევანდელი საჩემპიონატო მიზანი ოთხეულში მოხვედრა უნდა იყოს. ნეაპოლელები ახლა მეხუთე ადგილზე არიან და წლის ბოლომდე დარჩენილ 4 ტურში, იმედია, ცხრილში დაწინაურებას შეძლებენ. უახლოესი დაპირისპირება ძალიან სერიოზული და პრინციპულია,
ჩემპიონატის ლიდერ ტურინის "იუვენტუსთან" სტუმრობა (პარასკევს, 8 დეკემბერს, 23:45 საათზე).

ამის შემდეგ "ნაპოლის" საშუალება ექნება, მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე კატასტროფული შედეგები "კალიარისა" და თასზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამოასწოროს (16 და 19 დეკემბერს). ამას "რომასთან" სტუმრობა (23 დეკემბერს, 23:45 საათზე) მოჰყვება, მცირე საშობაო პასუზის შემდეგ კი ვალტერ მაცარის გუნდი 2023 წელს "მონცას" მასპინძლობით (29 დეკემბერი, 21:30 სთ) დაასრულებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ 12 დეკემბრის საღამოს ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც პლეი-ოფთან ძალიან ახლოს არიან, "ბრაგასთან" ბოლო ტურის დაპირისპირება ელით. ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, მერვედფინლში მეტოქესაც მალე შევიტყობთ.

საბა საზონოვის "ტორინო" მე-10 ადგილს იკავებს. ისინი 2024 წელს "ნაპოლისთან" დაპირისპირებით გახსნიან, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" კი 14 ტურის შემდეგ  მე-12 ადგილზეა. მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვთ სერია "ბ"-ს ქართველებსაც - ივა გელაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილს.

Sportall.Ge

ტოპ-ქვეყნები...
"ლა ლიგაში" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" წლის ბოლომდე სამ შეხვედრას ჩაატარებს - 8 დეკემბერს, 23:59 საათზე, "ხეტაფეს" ესტუმრება, რასაც "ბარსელონას" მასპინძლობა მოჰყვება (16 დეკემბერი, 23:59 საათი), ხოლო წლის დასკვნით დაპირისპირებაში "რაიო ვალეკანოსთან" ასევე გასვლითი მატჩი ელით (19 დეკემბერი, 22:00 სთ). რუბენ ბარახას გუნდი ახლა მე-9 ადგილს იკავებს, მოწინავე ექვსეულსაც საკმაოდ ჩამორჩება და გასავარდნ ზონასაც აღემატება....

ინგლისის ჩემპიონშიპში არასტაბილურად მოთამაშე და მეათე ადგილზე მყოფი გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელსაც ახლა ტრავმის გამო ქართველი ნახევარმცველი აკლია (მალე დაბრუნდება), 2023 წელს 6 მატჩს გამართავს - "საუთჰემპტონთან" (შინ), "იფსვიჩთან" (სტუმრად), "პრესტონთან" (ს), "ბლექბერნთან" (ს), "ბრისტოლთან" (შ), "სტოკთან" (შ)...

Sportall.Ge

ნიდერლანდებში ამსტერდამის "აიაქსი" მერვე ადგილამდე აღზევდა და კატასტროფას თავი ცოტათი მაინც დააღწია. გიორგი მიქაუტაძე ისევ გაურკვევლობაში და უთამაშებელია. ამსტერდამელები წლის ბოლომდე ჩემპიონატში სამ მატჩს ჩაატარებენ და იმედია, სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებენ. "აიაქსს" კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსი აქვს და ამისთვის ევროპა ლიგის ბოლო ტურში ათენის აეკ-ი შინ უნდა დაამარცხოს...

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" გასავარდნ ზონაშია და სიტუაციის გამოსწორება სჭირდება. ჩემპიონატში 3 შეხვედრა და სათასო დაპირისპირება "ანგულენესთან" - ეს მათი წლის გეგმებია.

altდაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]

alt"კვარამ" დაცვაში არ უნდა ირბინოს - დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა" - ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთხელ და სამუდამოდ შეეგუეთ იმ აზრს რომ ნაპოლი არის საშუალო დონის გუნდი, საშუალო დონის ფეხბურთელებით, შარშან რომ გაუმართლა ეს არ ნიშნავს რომ ტოპ გუნდია და წელსაც იგივე შედეგი უნდა მოვთხოვოთ, ასე იყო ლესტერი ერთ დროს, ასე იყო კაიზერსლაუტერნი. კვარას განვითარებაში ნაპოლიმ თავის მისია შეასრულა, მანდ ხვიჩა მეტი ვერ განვითარდება. როგორ უნდა განვითარდე ანგისას, ზელინსკის გვერდით ან მარიო რუის გვერდით ან ლობოტკას გვერდით, რომელი მოგცემს აქედან სწრაფ და ზუსტ პასს რომც გაეხსნა საჯარიმოსკენ სისწრაფით, ვერც ერთი.ამიტომ უწევს კვარას ბურთის მიღება დამდგარ მდგომარეობაში და ცდილობს დრიბლინგით გასცდეს მცველს, ეგ კიდევ ძალიან რთულია დაბალ სისწრაფეზე, რადგან უმალ მეორე მცველი აზღვევს.
მამუკა
18:16 05-12-2023
10
ფაქტია კვარას თამაშინთ ვეღარ ვამაყობთ და იცით რატომ? იმიტომ რომ აშკარა რეგრესი აქვს... არ მუშაობს საკუთარ თავზე და რაც იცოდა შარშან იგივე არსენალი აქვს დღესაც, ეს კი უკვე კარგად შეისწავლეს მოწინააღმდეგე გუნდებმა, ამიტომ კეთილი ინებოს და მოუმატოს, თორემ იქნება "ოყო და არა იყო რა", რაც ძალიან არ გვინდა გულშემატკივრებს.
გულშემატკივარი
11:32 05-12-2023
45

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული