დაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა.

საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ "ნაპოლის" გადაეცა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.

საუკეთესო მწვრთნელად "ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი აღიარეს. ის და დე ლაურენტისი ისე თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის არავითარ უსიამოვნებას არ ჰქონია ადგილი.

საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.

სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა - "ატალანტასთან" მის მიერ გატანილი გოლი ჩემპიონატში ულამაზესად აღიარეს.

ქართველს პრიზი ფაბიო
კუალიარელამ გადასცა.
"კვარამ" მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა, თქვა, რომ მხოლოდ ნამატჩევს მიხვდა, როგორი ლამაზი გოლი გამოუვიდა და უკეთესის გატანას შეეცდება.

სეზონის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), თეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 16 /
მართლაც რომ საუკუნის გოლი. ესენი როგორც დიდი ზომის მარგალიტებია, რომელიც იმწამს რომ იპოვი, მაშინ მოაქვს დიდი სიხარული და მერე დიდხანს რჩება მეხსიერებაში: ბრაიტნერის სმელი ფოთოლი ბრაზილია- სსრკ, ვან ბასტენის გოლი დასაევის კარში, რობერტო კარლოსის ცნობილი ჯარიმა და სხვები, მათ რიგშია ხვიჩას ეს გოლიც. ამისთვის ღირს ფეხბურთის ყურება
ირაკლი
20:09 05-12-2023
3
ჟურნალისტებმა კარგად აგვიხსენით ეს რა ასოციაციაა და რა დაჯილდოება იყო? აბა შარშან რა იყო მაშინ, როცა ხვიჩა დაასახელეს სერიაA-ს საუკეთესო ფეხბერთელად,ასე საუკეთესო გოლის ავტორად
დავით 67
16:33 05-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული