აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ სახლში 1:2 დამარცხდა უმოტივაციო კატარის „ალ დუჰაილთან“.
მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში. 81-ე წუთზე გველესიანმა პენალტი ვერ გამოიყენა, როდესაც ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი მეტოქემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„პერსეპოლისმა“ E ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდა და გათამაშებას გამოეთიშა.
თეირანი. „აზადი“
პერსეპოლისი - ალ დუჰაილი 1:2
გოლები: 1:0 ზაჰედი (7), 1:1 მუნტარი (9), 1:2 ოლუნგა (83)
გამოუყენებელი პენალტი: გველესიანი
(81, პერსეპოლისი)