"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში ტურინში "ნაპოლის" 0:1 მარცხს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა:

"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში"?

ერთი მხრივ გვაქვს ბოლო დროს ხვიჩას გაფუჭებული კარგი მომენტები, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს ხვიჩას გატანილი სამი გოლი ნაკრების ორ თამაშში, თან შოტლანდიასთან და ესპანეთთან. იქნებ, საქმე პოზიციაშია?

გავიხსენოთ, რომ ხვიჩა ნაკრებში ცენტრში და წინ თამაშობდა, მეორე თავდამსხმელად და ნამდვილი ცენტრფორვარდივით გაიტანა გოლები (მისი დღეს იუვესთნ გაფუჭებული მომენტი ვერ დაჩრდილავს მის ამ უნარს). იქნებ, დროა "ნაპოლიმაც" ის სხვა პოზიციაზე მოსინჯოს. ტაქტიკა შეცვალოს
და "იუვენტუსვით" სამი მცველით და ორი თავდამსხმელით ითამაშოს?

ამით ორ პრობლემას მოაგვარებდა : დირკა დაცვას გამოასწორებდა და კვარასაც უფრო ეფექტურს გახდიდა, მაგრამ არა, ჯიუტად არ ცვლიან ამ 4-3-3 -ს. თან მარცხენა მცველიც არ ყავთ, რომ ხვიჩას ფლანგზე დაეხმაროს. შედეგად თამაში სულ მარჯვენა ფლანგზე მიდის და კვარასთზნ ბურთი იშვიათადაა.
p.s. ის გოლი რომ უნდა გაეტანა, მაგაზე არაა საუბარი. ასეთი რამეები ხდება. პოსტი ზოგადად მის ბოლო პერიოდს ეხება" - წერს მერაბი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი ფხაკაძე რას ამბობს ამასთან დაკავშირებით? კოვიდ ვაკცინა ამ შემთხვევაში ა როლს არსულებს? პ.ს ბატონო მერაბ გაიარეთ კონსულტაცია ფხაკაძესთან იქნება რამე გვეშველოს!
ar დან;ლპკოთ პლეასე
10 დეკემბერი 2023 00:19
10
შენ ფხაკაძე კი არა , ა ვ ლ ი პ ი ზ. რომ იყოს ცოცხალი ,ისიც ვერ გიშველის . ,,პროფესორო" ,(ფეხბურთის) რა თქვა ისეთი მერაბმა ,რომელიც შენი ტვინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ¡¿
დღევანდელი მდგომარეობა გუნდში, მან შეაფასა პროფესიონალურ დონეზე ,ყოველგვარი ხ ი ნ ჯ ი ს გარეშე .ფ
მამუკა
11 დეკემბერი 2023 10:19
0
ფსიქოლოგიას მიხედე ხვიჩა! ჩვენ გვჯერა შენი :*
დავითი
09 დეკემბერი 2023 23:29
0
ძალიან იშვიათად ეხება ბურთს, ფაქტიურად ყველა შეტევა მარჯვნიდან მიდის, ეს იმას ნიშნავს რომ გუნდელები ისე აღარ ენდობიან ხვიჩას როგორც შარშან იყო, თვითონაც ეტყობა ამას ხვდება და ყოველი წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ 5-10 წუთი იკარგება ფაქტიურად მოედანზე, მე რომ ხვიჩას მამა ვიყო თუ არა ჰყავს აყვანილი აუცილებლად ავუყვანდი პირად მწვრთნელს(ტაქტიკაში და ფიზიკაში)კარგ ფსიქოლოგს და იტალიური ენის კარგ სპეციალისტს. მარტო გუნდთან ერთად ვარჯიში არ არის საკმარისი უმაღლესი მიზნების მისაღწევად, ინდივიდუალურად თუ არ განვითარდი საშუალო დონეს ვერ გაცდები
მამუკა
09 დეკემბერი 2023 18:30
5
სად არის ჩემი კომენტარი მიღებულია და მალე გამოქვეყნდებაო.
გიორგი
09 დეკემბერი 2023 17:57
0
კვარამ ერთი ბურთი გააფუჭა და ამის საპასუხოდ რა ვქნათ? ნაპოლიდან დავაქვეითოდ და გადმოვიყვანოთ წალენჯიხის "სქურში". ვაი თქვენს პატრონს "ანტი - კვარებო".
ფეხბურთი თუ არ გითამაშიათ - ყურება და ანალიზის გამოტანა მაინც ისწავლეთ!!!
ვაჟა მასწავლებელი
09 დეკემბერი 2023 16:48
6
ერთ კომენტარს მართლა ვეთანხმები ცივსისხლიანი და უფრო აგრესიული უნდა გახდეს მეტად უნდა შეიციოს საჯარიმოსკენ და შანსი უფრო ექნდბა ის სულ ფლანგზეადა ხშირათ ხაზე კუთხეში მიმწყვრეული სამაგი დაცვით მანდედან ღირებულის შექმნა სასწაულია თან თუდაკვირდებით ნახავთ ბურთსრო იღებს ეძებს გახსნილ პარტნიორს რც დროსაკარგვინებსდა ჩანსრო ბურთს აყოვნებს აგვიანებს რაც ცუდათ ჩან
ლექსო
09 დეკემბერი 2023 14:16
2
ფეხბურთში გულშემატკივარი და ზოგადად ცხოვრებაში (ფეხბურთი მისი ერთგვარი ასახვაა) ვცდილობთ პრობლემური სურათის გამარტივებას, რათა უკეთ დავინახოთ მისი საფუძველი. არასახარბიელო შედეგების გამომწვევი ფაქტორები თითქმის არასოდესაა ცალსახა და ერთფეროვანი. გულშემატკივრის გამოცდილებით ვიცით, რომ ერთი ფეხბურთელი (რა გინდ დიდი) ვერ დადებს დისტანციაზე შედეგს ცუდად მოთამაშე გუნდში, ასევე დიდებულად მოთამაშე გუნდის შედეგებს ვერ გააფუჭებს ერთი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა გვინახავს დიდი ფეხბურთელის დამსახურებით მოგებული თამაშებიც და პირიქით. ჩვენ ჯერ ალბათ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური მოვლენის მომსწრე შევიქმენით შარშანდელი ნაპოლის შემთხვევაში. ყველაფერი ისე საოცრად დაჯდა, რომ არაფრით გამორჩეული ტრენერის ხელში, უმეტესად საშუალო და დაბალი დონის ფეხბურთელებით, ისეთმა გუნდმა როგორიც ნაპოლია, სეზონის 2/3 ითამაშა ფანტასტიკური ფეხბურთი. ამის რაციონალური ახსნა ჯერჯერობით არ მოგვისმენია, ისეთ ტაქტიკურად განსწავლულ საფეხბურთო ქვეყანაშიც კი როგორიც იტალიაა. გაოგნებულმა საფეხბურთო ზვიგენებმა ნახეს , რომ რაღაც პერიოდი საშუალო დონის გუნდსაც შეუძლია უმაღლესი დონის დემონსტრირება. სამწუხაროდ ზღაპარი დასრულდა ჯერ კიდევ მარტის თვეში, რასაც წერტილი დაუსვა ბოლო ორმა თამაშმა.დარწმუნებით იმის თქმა შეიძლება, რომ ნაპოლის ფენომენს მომავალში აუცილებლად ექნება გაგრძელება სხვა გუნდსა თუ ქვეყანაში. რაც შეეხება ხვიჩას: ის ამ ზღაპრის მთავარ პერსონაჟად მოგვევლინა. ჩვენც, დიდმა თუ პატარამ ლამაზი ზღაპრის შემოქმედებად ვიგრძენით თავი. ეს საუცხოო შეგრძნება იყო და ამისათვის ხვიჩას მიმართ მადლიერები უნდა ვიყოთ. რაც შეეხება მის მომავალს, ცხადია ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. უფროს თაობას გვქონდა და გვაქვს იმედი, რომ მისი სახით გვეზრდება ახალი თაობა, რომელიც არ გაიმეორებს უფროსების შეცდომებს, შეძლებს თავისი ღვთით ბოძებული ტალანტის რეალიზებას. აუცილებელია შეძლოს "გონების გასუფთავება", რესტარტი, კონცენტრაციის კონტროლი, ცივი გონებით მოქმედება (ქართველების აქილევსის ქუსლი). სხვა ყველაფერი უხვად უწყალობეს "საფეხბურთო ღმერთებმა".
ამატაკი
09 დეკემბერი 2023 13:55
3
მართლა ვერ ვხვდები რატომ ითვლება ნაპოლის ყველა თამაში საქართველოში დღის მთავარ მოვლენად?მიდის მეორე დღეს ნაპოლის თამაშის განხილვა ყველგან.ხვიჩას ჯრიტიკა,აი მოუკლო,რა გვეშველება და ა.შ.რა უბედურებაა,ეს ხომ პროვინციალიზმი და უნახავობაა.ნაპოლია რაა,მთავარია ნაკრებში ითამაშოს კვარამ,თორემ.საკლუბო ფეხბურთი ისეთი რამაა მთელ სეზონს ერთ მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ,გამორიცხულია,მითუმეტეს ასეთ არასტაბილურ კლუბში როგორიც ნაპოლია.ერი და ბერი ნაპოლის თამაშზეა კონცენტრირებული,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
Master
09 დეკემბერი 2023 13:14
9
შენ მართლა ნაპოლი გგონია აქ მთავარი?)))უმეტესობა საქართველოში ხვიჩას რომ ცვლიან გადართავს ხოლმე სხვა არხზე)))
ქართველი
10 დეკემბერი 2023 11:59
0
ყველა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი როგორ არის? ამან რაღა იცის.
პრობლემა ერთია, კვარა ცივსისხლიანი უნდა გახდეს და დაიკიდოს ყველა, მანამდე მსხვერპლი იქნება
დავითი
09 დეკემბერი 2023 13:03
10
დააკვირით როგორც რაღაც არ გამოუვა მაშინვე იკეტება ფიქრს იწყებს. კიდე ისიცაა დაცვა კატასტროფაა, გოლის მერე რეაგირება არააქ გუნდს. მოკლედ შარშანდელი ნაპოლის აჩრდილიც არაა ნათანი ჟეზუსი და რაჰმანი დინამოში
beqa
09 დეკემბერი 2023 11:38
2

სიახლეები პოპულარული