"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი
ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...
რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა. ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე; ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.
ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..
კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.
არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...
მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...
უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უამრავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..
ხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]
"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია
როგორც ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, შუა თითის მაჩვენებლებს კოცნა გაუგზავნა, ზუსტად ისე იქნება. ხვიჩაც ასეთია, არასოდეს უპასუხია აგრესიული ბრბოსთვის.
შუა თითის მაჩვენებელ ველურს ყოველთვის კოცნა უნდა გაუგზავნო და ყოველგვარი აგრესიის გარეშე აგრძნობინო, სად ხოხავს თვითონ და სად ხარ შენ, მენტალურად!
წინ ხვიჩა
კაცი რომ ჭორაობას დაიწყებს სხვის ცოლებზე, იმის კაცობა იქაა დამთავრებული. რაღა უნდა გააკეთოს იმან მერე კაცი რომ გახდეს.
კარს რომ ააცილა იმაზე წერეთ ისევ და ტყუილების მოგონება არაა საჭირო ტექსტების გამრავალფეროვნების მიზნით.
ისედაც არ უყურებს ხალხი და თქვენს დაწერილებს ენდობა, თქვენ კიდე ცეცხლზე ნავთს უსხამთ.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილზეა დრიბლინგებში, მბაპესაც არ აქვს მაგდენი დრიბლინგი რეებს წერთ მართლა?
ფინიშინგის პრობლემა დგას ამ წუთში და თუ მაინცდამაინც მაგაზე ილაპარაკეთ.
გატის ფეხებს შორის ვინ გაუძვრინა, რა ფინტები აღარ აქვს.
მოკლედ რააა სად ვართ
ვარსკვლავი არ არისო.
დი მარციოს მოუსმინეთ რას ამბობს კვარაზე? თუმცა რა იცით დიმარციო ვინაა, დივანზე წამოკოტრიალებული ლუარსაბა უფრო გაცნობიერებული არაა ფეხბურთში? ოქროს ბურთის ოცეულში არავარსკვლავი ფეხბურთელი ვერ ხვდება მარა თქვენ ასეთ ჩამორჩენილ, განუვითარებენ და გამოქვაბულის ხალხს რად გინდათ ვარსკვლავი? უკეთესი თუ ვინმე გამოჩნდა ყველა თქვენნაირი ბანძი უნდა გახადოთ.
ხვიჩას ბევრი გადაუტანია და კიდე გადაიტანს ბნელებო!
მერე კიდე, ამხელა კაცები რომ დამდგარხართ და ცოლის ბრალიაო იძახით, ერთი ერთზე უცოლო ფეხბურთელს არ გაუფუჭებია მომენტი? აი ამას ვინც წერთ, ჯერ როგორ არ გეუხერხულებათ რომ საერთოდ მის პირად ცხოვრებას ეხებით და მერე საკუთარი თავების როგორ არ გრცხვენიათ, რომ ასეთი ორღობის ჭორიკანა ყოფილა თურმე ქართველი კაცი.
გასაგებია საკუთარი სახელებით არ ჩანხართ და თამამად წერთ მარა მაინც უნდა გიტყდებოდეთ ეს აზრები.
ესაა რუსული მენტალიტეტის ვითომ ქართულად მოლაპარაკე საზოგადოება.
არვიცი რუსეთსაც ვერ დავაბრალებ ყველაფერს.
ასე ვერავინ გაგხრწნის საკუთარი თავის გარდა.
რა დრამა ტრაგედიებია ყოველი წაგების მერე?
გავიხსენებ ცნობილ ფრაზას:
"არა რაა, ესაა ავადმყოფი ერი!"
შაბათკვირას ვინც ფეხბურთებს უყურეთ რეალის და ბეტისის გამაზული მომენტები არ გინახავთ? ან ბარსაც რაც ქნა ჟირონასთან?
პრემიერ ლიგას საერთოდ არ უყურებთ?
ტიპები ფეხბურთის აზრზე არ არიან და ჩრ კორეელი ხალხივით, რასაც დაანახებენ იმას მიაწვებიან ცხვრებივით.
მარტო კვარას აცილებულ მომენტს აყურებინებენ ტიპებს სამი დღეა და აღმუვლებენ აქ.
კვარას რომ არ აეცლებინა საწერი მასალაც არ გექნებოდათ.
ღარიბ და გაპარტახებულ ერს სანახაობა მიეცა და პური არა.
სანახაობის მონაწილეს ჭამს სამაგიეროდ.
ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია, მეტი არაფერი და ნუ გადაგვიყვანთ ჭკუიდან, ხვიჩა ესე, ხვიჩამ ისე! აუუ რა მაგარია და ,....
. კაროჩეე, ჩვენ ვითამ ფეხბურთელებში მართლა პაგანინად ჩანს, მარა მართლა ფეხბურთელებში, აფეეერი სიმონ, აფეერი! ჩვეულებრივი ჯგირ ბაღანეა ტოო.. დიდი დიდი ზოგჯერ რაცხას აკეთებს, სხვები არ აკეთებენ თუ? აბა რაში იღებენ ამოტელა ხელფასებს, ააა?
და მეორე; ღამით ცოლი, დღისით ქანცის გაწყვეტამდე სირბილი, ღამით ისევ ცოლი და. დღე ირბინე ბიჭოო, ფორმა არ დაკარგო, ღამით ისევ ცოლი და .. ცოტა ხანშში ატეხავს ბღავილს;;; არ მინდა ბინოკლი ვალიკოო, არააა!
ამდენს რკინა ვერ უძლებს, რკინაა! ამას კი ჯერ პირზე რძე არ შეშრობია და გერმანიასთან ომის მოგებას ითხოვთ? ტქვენა მართლა ვერ ლავეს შტერებო? ვერ ლავეს ელიიი!