ბრუნოს წითელი ბარათი გაუუქმეს - ფერნანდეში პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ითამაშებს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სარჩელი დააკმაყოფილა, რის შედეგადაც გუნდის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშს მე-6 ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმდა.

პორტუგალიელი "ტოტენჰემთან" მატჩის 42-ე წუთზე გააძევეს და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა ყველაფერი "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ განვითარდა.

ამრიგად, 30 წლის ფერნანდეში პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ითამაშებს, სადაც მისი "მანჩესტერის" მეტოქე ბირმინგემში "ასტონ ვილა" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული