"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბრაგას" უმასპინძლებს. Sky Sport-ის ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში "იუვენტუსთან" თამაში დაიწყო. იმავეს ვარაუდობს calciomercato.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
სხვათა შორის, Sky Sport-მა "იუვესთან" შეხვედრაში "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა ზუსტად დაასახელა.
თამაში "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.