რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა, Flashscore-მა კი - 7.4

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" C ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 35 /
მე ის მხეცი ჩაკვე დამიბრუნდეს და ფაფხურა ხვიჩა სულ არ მჭირდება.ჯერ მარტო რა ლამაზი უდარი აქ ჩაკვეს.ვინმეს ხვიჩას უდარი თუ გინახიათ?და ვერც ნახავთ.რაღაცნაირად არტყავს,უშნოდ.აი ვენაცვალე ჩაკვეს,მხეცი უდარი აქ.სიფრიფანა ანანიძეს უფრო მაგარი უდარი ჰქონდა ვიდრე ამ ფაფხურა კვარას.
!!!-ს
13 დეკემბერი 2023 11:35
22
მე ამ პატივსაცემი პორტალის კი არა ჰუსკოედ-ის და ფლეშკოორ-ის გამკვირვებია, რა- 7,4?, ბნელაა,ბოლოს და ბოლოს?, თუ უმაღლესი-20.0-ია კი ბატონო, თუ არა და ვის სჭირდება ეს სისულელე და ასეთი მიკერძოებული შეფასება. აგერ ბატონო- ეუროსპორტ.იტ-უმაღლესი პოლიტანო-7, კვარა-5.5. გაზეტა დე ლა სპორტი- პირველი გვერდი-უმაღლესი შეფასება გუნდში-პოლიტანო-7.0, ყველაზე დაბალი გუნდში-კვარა-5.5.......პრინციპში ჩვენ რას ვკარგავთ როო.......ვატყუოთ ერთმაეთს და ვიყოთ... თუ ამ დუნიაზე, რაც კარგებია, ქართველია, ხვიჩაც რომ ყველაზე მაგარ ფეხბურთელად მიგვაჩნდეს ვისთვის რა საქმეა - ეს ბიჭი გოლს გაიტან, საგოლე გადაცემას გააკეთებს, საჯარიმოსთან კაცს მოაუტყუებს თუ გუნდს ულიდერებს......
leqso
13 დეკემბერი 2023 10:17
11
საქმე იქითკენ მიდოს რომ ხვიჩას დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა მეშინია - ბოლო 6 მატჩში 6 ასპროცენტიანი მომენტი გაუშვა ხელიდან!
irakli
13 დეკემბერი 2023 08:57
9
ცოლი ბაბა ცოლი...ადრეულ ასაკში პროფესიონალ სპორცმენისთვის ქალის მოყვანა დამღუპველია...ადრე თუ საათობით იყო ბაზაზე ახლა სახლში გარბის ვარჯიდის მერე.ლამაზი ქალი თავისას ითხოვს...და წავიდა საქმე ცუდად...
პეტროსი
13 დეკემბერი 2023 07:26
13
აბა კაცო,კაკას ადრეულ ასაკში მოყვანილმა ცოლმა შეუშალა ხელი ოქროს ბურთი და ყველაფერი მოეგო რისი მოგებაც შეიძლებოდა,ასევე დონჩიჩს რეკორდების დამყარებაში NBA-ში!!!!!
პატროსი-ს
13 დეკემბერი 2023 16:52
0
თამაშამდეც ვწერდი ხვიჩა ამ 4-3-3 სქემაში რეგრესს განიცდის და სქემა სასწრაფოდ შესაცცვლელიაქ მწვრთნელს თქო მაგრამ ისევ იგივე. სისწრაფე ვაღიაროთ სამწუხაროდ დაკარგული აქვს და ვილოცოთ ეს მხოლოდ ცუდი ფიზიკური კონდიციის ბრალი იყოს, ეს მაძარი კიდე ტაქტიკას არ ცვლის 3-5-2 -ზე და ისედაც შენელებულ ხვიჩას უკან სირბილით იმ შეზღუდულ ენერგიასაც აცლის ნათანისთვის დაცვაში მისახმარებლად მონოტონური სირბილი. ამის გამო კი შეტევაში ვიღებთ განახევრებულ გამოფიტულ ხვიჩას რომელსაც 2 მიჩენილი მეურვე მარტივად ანეიტრალებს. ცალკე თემაა ეს ყბადაღებული საფინიშო დარტყმა ამას მრავალსაათიანი ვარჯიშების გარდა ვერაფერი გაუუმჯობესებს. ზედმეტად ემოციურია თვითოეულ მომენტს განიცდის და "იგრუზება" ეს კი დამღუპველია ფეხბურთელისთვის. დააკვირდით ბურთს როცა ურტყამს თითქოს მთელი დაძაბულობა აღებეჭდება სახეზე იმ მომენტში, რაც პირიქით უნდა იყოს როცა შემტევი ხარ და გოლის გატანაც გევალება დინჯად და აუღელვებლად როგორც სნაიპერს ისე უნდა უშვებდე ბურთს კარისკენ და არა ესე მთელი ძალით მოქნეულს რომელსაც ბუნებრივია ზუსტ ტრაექტორიას ვერანაირად ვერ მისცემ.
Charley
13 დეკემბერი 2023 03:35
5
სწორია, ჭკვიანურად კი არ ურტყამს კარში, ნაურაზე უშვებს. ტექნიკაში ჯერ ბევრი აკლია.
ბადრი
13 დეკემბერი 2023 11:33
5
მართალია!
გურამი
13 დეკემბერი 2023 09:31
4
ყველა გამოხმაურება
საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას გარდა, სხვა რომელიმე ფეხბურთელის გეიმედებათ???!!!მე არა
!!!
13 დეკემბერი 2023 02:41
35
რომელი ჩაკვეტაძე კლუბში სკამს, რომ ახეხინებენ??ბოლოს როდის გაიტანა გოლი კლუბში?? ან საგოლე პასი რიდის გააკეთა??
??-ს
13 დეკემბერი 2023 13:36
4
ღადაობ ხო?)) კი, მეიმედება. უფრო მეტსაც გეტყვი, ჩაკვე ტრავმებს რომ არ დაეტანჯა, სტაბილურობითაც და თამაშის სტილითაც მირჩევნია ხვიჩას.
??
13 დეკემბერი 2023 04:49
20
ადრე ნაპოლის თამაშებს ვუყურებდი რადგან კარავაჯო თამაშობდა, ეხლა უკვე უბრალოდ იმის გამო რომ ქართველი თამაშობს. ასე მგონია რომ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა რაც შეეძლო...ან ზედმეტმა ყურადღებამ და პასუხისმგებლობამ ფსიქოლოგიურად შებოჭეს! უკვე მარტივ პასებსაც აფუჭებს, მომენტების რეალიზებას და სხარტ აზროვნებას რომ თავი დავანებო. იმედია გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ შებოჭილობას და ხელახლა ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას! ნიჭი რომ აქვს, ეს უკვე დაგვანახა. მას ეხლა კარგი მწვრთნელი-ფსიქოლოგი სჭირდება, თორემ უკვე დიდხანს გაუგრძელდა ეს "ჩვეულებრივობა"
ბესო
13 დეკემბერი 2023 02:31
14
ალბათ წინა სეზონის, რომელიღაც თამაშს უყურე. აბა ეხლა რად უნდა 4 მცველი? რამაზი ვინაა?
სოსო-ს
14 დეკემბერი 2023 15:14
0
პოლიტანო,ამ მატჩშიც კარგი იყო,ხომ ასეა?რამდენჯერმე,სახიფათოდაც დაარტყა,მაგრამ მომენტებს ხომ ნახავ,ყოველი დარტყმის დროს,თავისიუფალი პოზიციიდან ურტყამს,ხვიჩას ყოველ მცდელობაზე კი,ფეხზე მცველი აზის და ბლოკირებას ცდილობს.რამდენჯერმე დავიჭირე მომენტი,როცა ერთბაშად 4 მცველის გარემოცვაში იყო,მარტოდმარტო.შარშან,სეზონის დასაწყისში,ისიც ითავისუფლებდა პოზიციას და დარტყმას ასწრებდა,მეორე ნახევარში კი,სივრცეები მთლიანად ამოუკეტეს და რა თქმა უნდა თამაშიც გაუჭირდა.წელსაც ასეა,ბურთი მარჯვენა ფეხზე რომ აქვს,იმ წამსვე,მცველი გამოდის წინ და სივრცეს უკეტავს,მარცხენა ფეხით კი ურტყამს,მაგრამ ეს სამუშაო ფეხი არ არის და სიზუსტეც აკლია.ეტყობოდა,რომ სრულ ჯანზე ვერ იყო და თამაშის ბოლოს რამდენიმე არაზუსტი პასი გააკეთა,რაც მისთვის უჩვეულოა.რაც შეეხება სისწრაფეს,დისტანციაზე,ხვიჩა დიდი სისწრაფით არ გამოირჩევა,მას კარგი სასტარტო სისწრაფე და გრძელ ფეხზე,მეტოქის ცხვირწინ,ბურთის მიმართულების შეცვლით,მისი მოტყუებისნ უნარი აქვს.წუხელაც დაცვაში ჩვეულებრივად მუშაობდა და შეტევაში,აფეთქებისათვის საჭირო ძალები,ბოლომდე აღარ კმაროდა.შარშან,ხვიჩამ,რამდენიმე გოლი,ფეხის წვერის ბურთზე სირბილის დროს ბურთზე წაკვრით გაიტანა და ვფიქრობ,ახლაც ასეთ დარტყმებს უნდა მოუხშიროს."ზამახის" გარეშე დარტყმას,მცველები ძალიან ძნელად ბლოკავენ,რადგან ყოველთვის მოულოდნელია და დარტყმის ძალის, ამითი კომპენსირება ხდება.1978 წელს,უეფას თასზე,ბერლინის ჰერტასთან მატჩში,სწორედ ასეთი გოლი გაიტანა რამაზ შენგელიამს და სწორედ ამას აღნიშნავდა "ფუტბოლ ჰოკეის" ჟურნალისტი.იმ თამაშში,დინამოს სრული უპირატესობა ჰქონდა,ურტყამდნენ ყიფიანი, ჩივაძე,სხვები...20 მეტი მცდელობა იყო,მაგრამ ძლიერად დარტყმულებს,მცველები ბლოკავდნენ და მხოლოდ რამაზის, ასეთი სტილით დარტყმულმა მიაღწია მიზანს.იქნებ ეს იყოს,ხვიჩას წამალიც.
სოსო
13 დეკემბერი 2023 11:34
2
ყველა გამოხმაურება
ოთხი მაქსიმუმ
სიმართლე
13 დეკემბერი 2023 02:28
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული