კვარაცხელიას და მამარდაშვილის დღე - მრისხანე და კრიზისში მყოფი "ბარსელონა" და მონატრებული საშინაო გამარჯვება...

AutoSharing Option
დღეს, 16 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია", მრისხანე და ამჟამად კრიზისში მყოფ მეტოქეს, "ბარსელონას" ჩვენი დროით 23:59 საათზე უმასპინძლებს. "ღამურები" "ლა ლიგაში" მე-111 პოზიციას იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლის შემდეგ "ნაპოლი" ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას საშინაო არენაზე გააგრძელებს. ვალტერ მაცარის გუნდი ლიდერ "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩება, ოთხეულს მიღმაა და საკუთარ მოედანზე გამარჯვება უჭირს. ყველაფერ ამის გამოსწორებას ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი "დიეგო მარადონაზე" დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "კალიარის" წინააღმდეგ ეცდებიან.

ყოფილი მწვრთნელის დაბრუნებას "ატალანტასთან" (2:1) გამარჯვება და
ოპტიმიზმი მოჰყვა, რაც ასევე არ გაგრძელდა. ჩემპიონატში შინ უკანასკნელ 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ძალიან ცოტაა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. "კალიარი" ნეაპოლელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქეა, რომელთანაც თითქმის არ აგებენ. იშვიათი მარცხი 2019 წელს (0:1) დაფიქსირდა, როცა კულიბალი გააძევეს და სტუმრებმა იმარჯვეს. მერეტი, დი ლორენცო, რუი და ზელინსკი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გაეტანო და ელმასი - კარლო ანჩელოტის გუნდის თადარიგში. როდის იყო მანამდე კიდევ ერთი წაგება? 2009 წლის 19 ოქტომბერს, ვალტერ მაცარი კი ნეაპოლელთა მწვრთნელად ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, 6 ოქტომბერს დაინიშნა. კალიარელები გასულ წელს სერია "ბ"-ში იყვნენ და მათ ხვიჩა კვარაცხელია პირველად დაუპირისპირდება, გასული სეზონის MVP-ის გაცნობის საშუალება მიეცემათ. 4 გოლი, 3 შედეგიანი პასი - ეს ქართველი გარემარბის მიმდინარე მონაპოვარია.

Sportall.Ge

"კალიარის", "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული მწვრთნელი, ლეგენდარული კლაუდიო რანიერი წვრთნის. გასულ ტურში მათ სასწაული შემოგვთავაზეს, "სასუოლოსთან" აგებდნენ და გამარჯვება 94-ე და 99-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოახერხეს.

მარცხენა მცველად ისევ ნათანი უნდა ვიხილოთ, რომელიც "ბრაგასთან" მშვენიერი იყო. ნეაპოლელებს, შესაძლოა, მათი ყოფილი ფორვარდი ანდრეა პეტანია დაუპირისპირდეს. შეხვედრას საკმაოდ მკაცრი მატეო მარჩერანო განსჯის.

altვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

alt"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი - ოსიმენს ხელფასი მნიშვნელოვნად ეზრდება, კვარაცხელიაზეც იგივე იქნება?

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს, ვალენსიას მხარეს ვართ ფანები! მიდი მამარდა შენებურად იყოჩაღე!
ლაშა
12:25 16-12-2023
2
იმედია ხვიჩა გოლს არ გაუტანს მამარდას, და არც მამარდა აუღებს ხვიჩას დარტყმულს! ეს იქნება ნამდვილი ქართველობა და ერთმანეთის გვერდში დგომა!
ხვიჩა მამარდაშვილი
15:16 16-12-2023
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული