მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე რაფინია მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და ქართველმა თავისი გუნდი ისევ გადაარჩინა.
ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს: flashscore 7.8 (ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულა მიიღო), sofascore 7.6, whoscored-ი 7.4
„ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ფელიქსი (55), 1:1 გილიამონი (70)