ბუდუს ვეღარ აჩერებენ - ზივზივაძემ "ელვერსბერგსაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ელვერსბერგი" 3:2 დაამარცხა.

ჩვენდა სასიხარულოდ, მასპინძელთა გუნდის ქართველმა ცენტრფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მე-17 წუთზე თავის გამოჩენა მოახერხა და ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.

"კარლსრუემ" ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 21 ქულით მე-12 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს სახლში "ოსნაბრიუკთან" ჩაატარებს.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 23 654 მაყურებელი
კარლსრუე - ელვერსბერგი 3:2
გოლები: 1:0 ბურნიჩი (6), 2:0 ზივზივაძე (17), 1:2 ვანერი (29), 3:1 მატანოვიჩი (53), 3:2 შნელბახერი (63)

alt

"ფორმაში ვარ და ძირითადში თამაშს ვიმსახურებ" - ზივზივაძემ მწვრთნელს შეტყობინება გაუგზავნა

alt"აღარ მინდა, "ჯოკერი" ვიყო" - ზივზივაძემ დუბლის შემდეგ ძირითადი მოითხოვა და მწვრთნელმაც უპასუხა

alt"კარლსრუემ" "შალკეს" მოუგო - ზივზივაძეს სათამაშო დროის პრობლემა აქვს

მკითხველის კომენტარები / 10 /
კომენტარებს ვკითხულობ მაგარი და მაგარი სირცხვილია, როცა ადამიანს ადამიანის წარმატების გაზიარება არ შეუძლია, და მითუმეტეს ქართველს ქართველის კარგად ყოფნა და წარმატება არ ახარებს. შეიძლება საერთოდ არ უყურებდე ფეხბურთს უბრალოდ ქართველის წარმატებიტ დატკბე. დეგრადაციაა და მორალის ღირებულებების არ ქონა. სადაა ადამიანობა როცა უბრალოდ ადამიანის წარმატება არ გახარებს, მის მონდომებას,შრომას და თავდადებას უარყოფითად აფასებ თან როცა ამით მხოლოდ სხვისთვის უარყოფითი ემოციის გამოწვევა შეგიძლია მეტი შედეგი არ აქვს. სასაცილოა ძაან მდაბიო და უღვიძლო უნდა იყო, რომ ასეთი ბინძური სისხლით იყო გაჟღენთილი და შენიანის სახურული არ გახარებდეს. წარმატებები ყველა ქართველს. თვქნეც მათ შორის თვქე მამაძაღლებო.
ასეა
12:57 18-12-2023
0
მიზარია ამ ბიჭის დაბრუნება, ბუდუ ძალიან მშრომელი და პროდუქტიული ფეხბურთელია
bebe
11:15 18-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული