კაკაბაძე კაპიტანი იყო - "კრაკოვიამ" მოუგებელი სერია დაასრულა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში "კრაკოვიამ", რომელსაც ოთარ კაკაბაძემ უკაპიტნა, საკუთარ მოედანზე "ლეგია" 2:0 დაამარცხა.

კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, დუბლი კი ფინელმა თავდამსხმელმა ბენიამინ კელმანმა შეასრულა.

"კრაკოვიამ" ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 21 ქულით მეცამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 თებერვალს სახლში "რადომიაკთან" ჩაატარებს.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსუდსკი". 8 093 მაყურებელი
კრაკოვია - ლეგია 2:0
გოლები: 1:0 კელმანი (25), 2:0 კელმანი (57)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთ ერთი საუკეთესო იყო ბოლო მატჩებში ნამდვილად
21 დეკემბერი 2023 13:04
0
კაკაბამ ბოლო თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი სახით მარჯვენა ფლანგი ნამდვილად საიმედოა. წარმატებები
lm
21 დეკემბერი 2023 11:26
0
ჯიგარი ხარ ოთო, დაგვჭირდები ნაკრებში კარგ ფორმაში მყოფი
გრიზლი
21 დეკემბერი 2023 10:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული