მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო" "დალასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ ვემბანიამას ტრავმა სანდრო მამუკელაშვილის შანსია. "სან ანტონიოს" ტრავმირებული ფრანგი ახალწვეული მარჯვება კოჭის ტრავმის გამო ვერ თამაშობს, მისი გამოთავისუფლებული მსუყე დროის ნაწილი კი ქართველ ფორვარდზეც ნაწილდება. ამჯერად სანდროს 15 წუთი შეხვდა, რომლის განმავლობაშიც 14 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 11 ქულა მამუკელაშვილმა მატჩის ბოლო 5 წუთში ჩააგდო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. "სან ანტონიოს" მეტოქე, "დალას მავერიკსი" 20-ზე მეტი ქულით იგებდა და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ, რომელთაგან მამუკელაშვილი ყველაზე აქტიური და შედეგიანი იყო.

სანდრო მოედანზე პირველად პირველ პერიოდში გამოჩნდა და 6
წუთში 1 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. დალას მავერიკსმა სან ანტონიოს 144:119 მოუგო, რაც ლუკა დონჩიჩს დიდი დამსახურებაა – 39 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა ხედავთ ცოლიანმა და შვილინმა დონჩიჩმა როგორ ითამაშა?!
ქალთმოძულეებს
24 დეკემბერი 2023 13:37
1

სიახლეები პოპულარული