ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა - "უოტფორდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლთან“ 1:4 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.

ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.

„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:4
გოლები: 0:1 პრინგი (28), ჰუდტი (45+2, საკ. კარში), 1:2 ჩაკვეტაძე
(49), 1:3 საიკსი (50), 1:4 ვაიმანი (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვისაც ეს ეხება: ჩემპიონშიფის ვიღაც-ვიღაც გუნდების თამაშებს რომ გვაჩვენებთ - იქნებ ჩაკვეს თამაშიც ვაჩვენოთ?
ვაჟა მასწავლებელი
26 დეკემბერი 2023 22:39
3
ჩემპიონშიფში თუ შეუძლია არაბრიტანელ ფეხბურთელს ითამაშოს, შემდეგ ყველგან შეძლებს თამაშს, იმდენად რთული ჩემპიონატია ტემპიდან და ფიზიკური ენერგიის ხაჯვიდან გამომდინარე. ჩაკვეტაძე მეტნაკლებად თავს ართმევს ამ დონეზე, არ ბრწყინავს, მაგრამ არც ყრუ ზამენა არ არის, თან პროგრესიც იგრძნობა მის თამაშში. წარმატებები მას!
პელიდი
26 დეკემბერი 2023 22:49
3
წარმატებები ჩაკვეს..მშვენივრად დააგვირგვინა
მოსე
26 დეკემბერი 2023 20:35
2
გენაცვალეე!! აბა რააა!!
ირაკლი
26 დეკემბერი 2023 20:29
3
ჩაკვატაძემ თითქმის ყველა ეპიზოდში საუკეთესოდ ითამაშა.. საგოლე მომენტში მშვენივრად გაიხსნა და დააგვირგვინა, მარცხენა ფლანგზე ერთხელ კარგად გაამწვავა. ყველა დანარჩენი ბურთთან შეხებაც კარგი იყო, აღარ არის ის ცოტათი ინერტულობა და შებოჭილობა. რაც მთავარია, მოძრავი გახდა და ხისტი ორთაბრძოლებში. სამწუხაროდ თანაგუნდელები ხშირად არ ამჩნევენ და პას არ აძლევენ, არადა სულ იხსნება და ბურთს ითხოვს. მოკლედ ასეთი ჩაკვეტაძიე უოტფორდს კი არა ნებისმერ უფრო ძლიერ გუნდს მოუხდება.
ეს თამაში უოტფორდის შავკანიანმა ფეხბურთელებმა წააგეს, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით სემამ და კიომბემ (შეიძლება გვარს ვამახინჯებ).. ასპრილია და დანარჩენებიც შორს არ წასულან. ისმაელის გუნდში დაუმსახურებლად გალაღებული არიან.
ერთი ვერ გავიგე, ბრისტოლის ალბანელი ლეგიონერი ისიქ მეჰმეთი ტრანსფერმარკეტზე 1.2 მილიონი რატომ ღირს, 22 წლისაა და თამაშის სტილით აზარია საუკეთესო წლებში. იმ გაპიარებულ ელმასს და თუნდაც ზილინსკის თუ არ ჯობდეს ბევრად, მარჯვენა ვინგერად ითამაშა და 3-4 კაცმა ვერ შეაჩერა.
"
26 დეკემბერი 2023 22:19
2
იმიტომრომ არ უნდათ ძირთადიდან ამოვარდნა თქვენ რა გონიათ ვერ გრძნობენ ვისთან აქვთ საქმე?
გიორგი
27 დეკემბერი 2023 11:41
0
Kargia,gelashvilmac gaitana..
L.J .
26 დეკემბერი 2023 21:23
3
დისლაიქებს ტუუუუუ წერს, თუ შემთხვევით წერენ სქროლვისას?
ვანჩოპე
26 დეკემბერი 2023 23:29
1
ეეჰ,1-4 წააგეს.
სოსო
26 დეკემბერი 2023 20:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული