ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა - "უოტფორდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლთან“ 1:4 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.

ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.

„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:4
გოლები: 0:1 პრინგი (28), ჰუდტი (45+2, საკ. კარში), 1:2 ჩაკვეტაძე
(49), 1:3 საიკსი (50), 1:4 ვაიმანი (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემპიონშიფში თუ შეუძლია არაბრიტანელ ფეხბურთელს ითამაშოს, შემდეგ ყველგან შეძლებს თამაშს, იმდენად რთული ჩემპიონატია ტემპიდან და ფიზიკური ენერგიის ხაჯვიდან გამომდინარე. ჩაკვეტაძე მეტნაკლებად თავს ართმევს ამ დონეზე, არ ბრწყინავს, მაგრამ არც ყრუ ზამენა არ არის, თან პროგრესიც იგრძნობა მის თამაშში. წარმატებები მას!
პელიდი
22:49 26-12-2023
3
ვისაც ეს ეხება: ჩემპიონშიფის ვიღაც-ვიღაც გუნდების თამაშებს რომ გვაჩვენებთ - იქნებ ჩაკვეს თამაშიც ვაჩვენოთ?
ვაჟა მასწავლებელი
22:39 26-12-2023
3

სიახლეები პოპულარული