ზარია ბათუმის "დინამოდან" "ქაირათში" გადავიდა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ ბათუმის "დინამო" დატოვა და ალმათის "ქაირათში" გადავიდა, - იტყობინება ყაზახური კლუბი სოციალური ქსელით.

ზარიას "ქაირათმა" კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ზარია ბოლო სამი წელი ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა, ბოლო სეზონში კი 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

sports.kz-ის ცნობით, "ქაირათის" ღირსებას აგრეთვე მცველი ლუკა გადრანი დაიცავს, რომელიც გასულ სეზონში "აქტობეში" ასპარეზობდა.

"ქაირათმა" გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამით ლიგაზე გასვლის იმედი მაინც არ მქონდა! ამიტო იყოს ვიზუალიტაც კაირქატს უფრო უყხდება!
კოტე
10 იანვარი 2024 10:42
0
დისტრიბუტორებია სასწრაფოდ საჭირო
ქართულ კლუბებში
აბა ამათ არც ყიდვა იციან და არც გაყიდვა
დათო
27 დეკემბერი 2023 19:14
0
აეროდრომი კეპკა და "შაშლიკები" აკლია ხელში .
zoom
27 დეკემბერი 2023 14:20
2
ჰაა რაღას ელოდებით გადახედეთ დილას შემადგენლობას და მოიყვანეთ ამის შემცვლელი გორიდან. თქვენ ხო მეტს ვერ ქაჩავთ და გორის ხარჯზე გინდათ ლიგის ჯგუფი. სირცხვილია!!!
ბათუმელი
27 დეკემბერი 2023 14:09
1
Რანაირად გინდა გუნდი გააკეთო,როცა გუნდის ერთ ერთი გამორჩეული ფეხბურთელს სათამაშოდ ყაზახეთში უშვებ.მასეთი გუნდებიდან თუ ვინმე გამორჩეული ფეხბურთელი ყავს პირიქით აქეთ უნდა წამოიყვანო.თუ ევროტურნირებზე შესვლა გინდა
Რეალი
27 დეკემბერი 2023 13:07
0
Ღარიბასავით ყივჩაღის თვალები აქვს :)
Silver xerxes
27 დეკემბერი 2023 12:00
4
მაგარი გრაფიკოსი ყოლია კაირათს
:D
27 დეკემბერი 2023 11:43
1
მაგარია შუაგულში ევროპაა...და ბათუმი ძლიერდება ჩემპიონთა ლიგისთვის არა??? ჩაანაცვლებენ ამას ახლა ჭ კლასის ლეგიონერით...
Givi
27 დეკემბერი 2023 09:59
1
კარგია ბალასტი რომ შორდება ბათუმს, მხოლოდ პრიჩოსკა ქონდა კარგი
ალუდა კეკლუცაური
27 დეკემბერი 2023 04:54
2
არადა რა მაგარად მოუმატააა ... გაასაჯაროვეთ ერთი რას უხდიან რო წავიდა ხო უნდა ვიცოდეთ ბოლოს და ბოლოს რას გარბიან ამ ქაირათებში ასეთი მოთამაშეები
bejo
27 დეკემბერი 2023 04:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული