ცნობილია, რა თანხას მიიღებს ქუთაისის "ტორპედო" გოგლიჩიძის ტრანსფერიდან

AutoSharing Option
გუშინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს.

Geo Team-ის ცნობით, ქუთაისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 450 000 ევროს მიიღებს, თუმცა ეს არა სატრანსფერო, არამედ აღზრდის საფასური იქნება.

"19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. შესაბამისად, "ტორპედო" სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს.
ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის
საფასურად 450,000 ევროს გადაუხდის." - წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, გოგლიჩიძის დამატებით არა მხოლოდ "ემპოლი", არამედ "იუვენტუსი" და "უდინეზეც" ინტერესდებიან.

altკიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის


მკითხველის კომენტარები / 23 /
ის მაინტერესებს აბა მილიონები უნდა აეღო ამ ბიჭში ტორპედოს? 3 მილიონი ღირს? თუ 10?
usaxelo
04 იანვარი 2024 13:10
1
Ai eget doneze vart kluburad da gvikvirs evroturnirebze rato var debit pirvelive etapidan.dinamom qinqlaze rodis gaiyida milionad sitishi, tan rogor sitishi.umarketingo klubebi nishnavs samoyvarulo dones.aset chempionats rato azleven biujetidan gamoyofil fuls?rashi yrit fulebs.yidva tqven ar icit, gayidva tqven ar icit. Sanam unda viyot monata bazari?samoyvarulo kontraqtebit chempionatis done ver gaizrdeba da aset pirpbebshi aq ar certi normaluri bizmesmeni fuls ar chadebs.
Gia
04 იანვარი 2024 12:27
10
Gia. თქვენ გგონიათ ვინმე კითხულობს თქვენს კომენტარს ასეთი შრიფტით?
ზაკო
04 იანვარი 2024 13:17
2
სულ უკაპიკოდ დაკარგვას,ეს სჯობია!ძალიან კარგი ბიჭია და ვიქრობ,თანდათან თავს დაიმკვიდრებს,გუნდში.უკვე მერამდენე კაცი წავიდა, იტალიაში?ესეც კვარას ეფექტია!
სოსო
04 იანვარი 2024 11:52
2
აი ამ ქართული კლუბების მარკეტინგი ცალკე საოცრებაა :D
იკა
04 იანვარი 2024 11:51
1
ის მაინც მოახერხონ ემპოლიდან გადასვლის შემთხვევაში რამე პროცენტი 10% ან 15% ტორპედოს ეკუთვნოდეს
beqa
04 იანვარი 2024 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული