"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ტორინოსა" და "ნაპოლის" 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

"ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. "ნაპოლიმ" წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გაკვირვებული ვარ" - დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
გავიდა სამი თვე. დი კანიომ აღიარა: "შევცდით, როდესაც ვთქვით, რომ არ ვიყავით მართლები, როდესაც კვარაცხელია კაკას შევადარეთ".ბ
ქ. გ.
09 იანვარი 2024 14:20
3
სურვილი ერთია შესაძლებლობა მეორე,ჯერ-ჯერობით საქართველოს არ შეუძლია მსოფლიოს წამვანი ფეხბურთელის გაზრდა!!!!ჯობია ამას შევეგუოთ!!!!
ვახო
09 იანვარი 2024 14:02
22
კიდევ გაისვრის!
buba
09 იანვარი 2024 13:39
3
ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობას, ასე დავახასიათებდი: "ვ ა ი და ვ უ ი".
ლაშა
09 იანვარი 2024 13:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული