"ფროზინონემ" "იუვენტუსთან" 0:4 წააგო, კვერნაძე კი მაინც არ ათამაშეს

AutoSharing Option
იტალიის თასის მეოთხედფინალში „ფროზინონე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

ჰეთ-თრიკი პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შეასრულა, ორი საგოლე გადაცემა კი უესტონ მაკენიმ გააკეთა.

შემდეგ შეხვედრას „ფროზინონე“ 15 იანვარს ჩემპიონატზე ბერგამოში „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 მილიკი (11, პენ), 2:0 მილიკი (38), 3:0 მილიკი (48), 4:0 ილდიზი (64)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული