ჯუღელი ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება - ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მალე ხვიჩა "პარტენოპეისთან" ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერს.

"კვარაცხელია წელიწადში 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იტალიურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ეჭვგარეშეა, რომ ქართველის კონტრაქტი გადახედვას საჭიროებს, ჩვენი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ამასთან დაკავშირებით მუშაობს.

ქართველის ანაზღაურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით, დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხელშეკრულება კი 2028 წლამდე იქნება გათვლილი", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"გეტყვით, კვარაცხელია "რეალში" როდის გადავა" - ცნობილი საფეხბურთო აგენტი

altკვარაცხელიას დიდოსტატობა შედეგიანად არ დასრულდა - ხვიჩა ზუსტად 1 წლის წინ და ახლა...

მკითხველის კომენტარები / 40 /
კონტრაქტი თუ გინდა 10 წლიანი დაუდოს, გამოსასყიდი თანხა დაურთოს ადექვატური, როგორც ოსიმენის აგენტმა გააკეთა.
pablo
14:37 16-01-2024
1
აბა რაღა გვიჭირს დაწყნარდება ქართული სექტა)) დდ.ტიპები თავის ხელფასზე არ ნერვიულობენ ისე როგორც კვარაცხელიასაზე.
გენადი
15:41 16-01-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული