საქმე სერიოზულადაა - რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი?

AutoSharing Option
კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს უმთავრდება, როგორც ჩანს, თანამშრომლობას არ გააგრძელებს და შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალში" გადაბარგდეს. "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ამას წინათ ერთმა გულშემატკივარმა მიმართა, რომ სურს მბაპე მადრიდულ გუნდში იხილოს, რაზეც მან მოკლედ მიუგო - "მეც მინდა".

პსჟ თავის ლიდერთან დამშვიდობებისთვის მზადაა და აქედანვე იჭერს თადარიგს. Ilmattino Sportitalia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "პარი სენ ჟერმენი" კილიანის მემკვიდრედ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

"გრძელ სიაში უპირველეს ყოვლისა "კვარაა", რომელიც "ნაპოლისთან" ხანგრძლივი ხელშეკრულებითაა
დაკავშირებული, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ გუნდში დიდხანს დარჩება. პსჟ-ს ჯერ წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა პსჟ-ს შეუძლია ქართველის იმედი ჰქონდეს. არაა გამორიცხული, ზაფხულში "აძური" ვიქტორ ოსიმენმა დატოვოს. ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი ასეთი მასშტაბის ერთბაშად ორი ვარსკვლავის გასხვისებას დათანხმდეს, თანაც ახალი ციკლის დაწყებისას, როდესაც გარკვეულწილად გაურკვევლობაში იქნებიან", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
არანაირად არ მინდა პსჟ-ში რომ წავიდეს ! ლაურენტისის არ იყოს არც პსჟ-ს უფროსობაა მთლად დალაგებული და მეორეც ფრანგულ ლიგაში წასულა და გინდა დანიურში ერთი ნაგავია ! აუცილებლად პრემიერლიგა ან ლა ლიგა (ბუნდესლიგაც შეიძლება) მე კი აქ განსაკუთრებით ერთი ნაწყვეტი მომეწონა--"ძნელად წარმოსადგენია, კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი ასეთი მასშტაბის ერთბაშად ორი ვარსკვლავის გასხვისებას დათანხმდეს"-ო მარტო ესენი კი არა მსოფლიოს უპირველესი გამოცემები და ტელევიზიები ამბობენ ხშირად ასე ხვიჩაზე და რომ ვკითხულობ და ვისმენ რაღაცნაირად ვიმართები წელში ამაყად !!! ასეთი აღიარება არცერთ ქართველ სპორტსმენს არ რგებია ნუუ შეიძლება ნონა გაფრინდაშვილი გაუტოლდეს 1960-70 წლებში ხშირი სტუმარი რომ იყო მსოფლიოს გამოცემების პირველი გვერდების ! უდიდესი სპორტსმენები იყვნენ მაგალითად სანეევი და თედიაშვილი მაგრამ სამხტომი და ჭიდაობა ნაღდად ვერ შეედრება პოპულარობაში ფეხბურთს
zura222
22:53 17-01-2024
3
,,ფული იყოს და ლაურენტისი ბაღდადიდან მოვაო". :)
ხვიჩას და ვიქტორას ფულით 5-6 მოთამაშეს იყიდის. გუნდიც შეივსება და ერთი-ორი კაპიკიც ჯიბეში დარჩება.
გოგია
20:31 17-01-2024
1

სიახლეები პოპულარული