ოფიციალურად: მექვაბიშვილი რუმინული გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი თბილისის "დინამოდან" კრაიოვას "უნივერსიტატეაში" გადავიდა.

"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილს 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში ის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Fanatik.ro-ს ცნობით, თბილისის "დინამო" 750 ათას ევროს მიიღებს და კიდევ 20%-ს შემდგომი ტრანსფერიდან.

"უნივერსიტატეა" რუმინეთის ჩემპიონატზე 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა და 21 იანვარს "ფარულს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას ამის გამო ეძახდნენ ნაკრებში? ეჰ ანზორ ანზორ. წარმატებები
ცოტნე
12:52 20-01-2024
0
მახსოვს კრაიოვას "უნივერსიტატიას" "ლინფილდთან" სკანდალის შემდეგ ევროპულ ტურნირებზე დაშვებულმა თბილისის "დინამომ"(და არა "დინამო თბილისმა") მოუგო შორეულ 90-იან წლებში.რუმინული ჩემპიონატის დონე ბევრი ვერაფერი ბედენაა,მაგრამ გარბის ხალხი ფიფიასგან,არ გაემტყუნება ამ ბავშვსაც
ვეტერანი
06:37 20-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული