მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა.
"მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, შესაძლოა, შესარჩევ ციკლს გაივლის, გამოცდილებას მიიღებს. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანურადაა საჭირო. საერთაშორისო სიტუაცია რომ სხვანაირი იყოს, დაფიქრება შეიძლებოდა, მით უმეტეს კონსტანტინე რუსეთშია დაბადებული, ახლა კი
უნდა წავიდეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მას შეისწავლიან, ხოლო შემდეგ მის გამოძახებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მერე უკვე ყველაფერი კონსტანტინეზე იქნება დამოკიდებული. კლუბიც სარგებელს ნახავს, რადგან ბიჭი ნაკრებიდან უფრი თვითდაჯერებული დაბრუნდება, რამეთუ ეროვნული გუნდის წევრის სტატუსი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს", - განუცხადა ცვეიბამ "ჩემპიონატს".
ჯერ კიდევ ძაან ახალგაზრდა, ხო შეიძლება ადამიანმა ახალი გზა აირჩია და ჩვენც გამოგვადგება!
შეხედეთ გერმანიის ან საფრანგეთის ნაკრებს ყველა შავები რო თამაშობენ ..
ეს ბიჭი მამით მაინც ქართველია.
სად ყავს საქართველოს დასაკარგი ქართველები!!
მამით რუსი საზანოვი დედამ ისეთ ქართველად გაზარდა, რომ გულით უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში და ეს ბიჭი მხოლოდ რუსეთის ნაკრების სანქციების გამო მოდის ახლა.
არ გვჭირდება მასეთი "ქართველი" ნაკრებში .
დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზორშიც არ უყურებს ჩვენი ნაკრების თამაშებს.
ეს ბიჭი 23 წლის ასაკში მიხვდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა?!