ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე "ემპოლის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ემპოლიმ" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა იტალიურ კლუბთან 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გოგლიჩიძემ გასულ სეზონში "ტორპედოში" ჯამში 15 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ საბა მეოთხე ქართველი მცველია, რომელიც ივა გელაშვილთან, საბა საზონოვთან და ლუკა ლოჩოშვილთან ერთად იტალიაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტრანსფერში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ შეიტანა.

"ემპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.

altსაბა გოგლიჩიძე "ემპოლის" ფეხბურთელი გახდა - იტალიური მედია

altკიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე

მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიმა ობოლაძის ვინ არის
1
Იტალიაში ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხებათ. Პურველ სეზონია უმეტესობისთვის და რთულია ასეთ დროს სასტასრტოს ფეხბურთელი გახდე. Მამარდაშვილმა ესპანეთში პირველ წელს თავიდან ორი შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ მარტამდე არ უთამაშია სანამ არ მოემზადა. Მთლიანობაში არც თუ ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ, Გელაშვილი სერია ბ-ში მეტნაკლებად თამაშობს, კვერნაძე ბათუმში არ ათამაშეს და აქ ნაპოლისთან და ლაციოსთან მისცეს დრო, მართალია დიდი არაფერი უჩვენებია,მაგრამ მაინც.შემდეგ წელს ბევრად უფრო მზად იქნება ყველანაირად. Საზონოვს ჯერჯერობით უჭირს, რადგან ტორინოში დაცვის ხაზი დაკომპლექტებულია, თუმცა წესით გაისად უნდა ჩაჯდეს შემადგრნლობაში.
Მაყურებელი
22:14 20-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული