კვარაცხელიამ "ბარსელონაში" გადასვლა იუარა - ესპანური გამოცემა მიზეზს ასახელებს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერით, ხვიჩა კვარაცხელიათი და "ბაიერნის" ნახევარმცველით, იოზუა კიმიხით ინტერესდება, თუმცა "ბლაუგრანასთვის" ტრანსფერების გაჩარხვა რთული იქნება.

"სამწუხაროდ, "ბარსელონა" ისეთ გუნდებს, როგორებიც "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" არიან, სინათლის წლებით შორდება.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველმა კიმიხმა "ბარსაში" გადასვლაზე უარი უკვე განაცხადა, გერმანელმა კატალონიურ კლუბში ტრანსფერი ხავის გამო იუარა.

მსგავსი სიტუაციაა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც. ქართველი სულ მალე ხავის გუნდს დაუპირისპირდება და მათ დიდ საფრთხესაც შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას შედეგიანობა გასულ სეზონთან
შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით გულშემატკივრების აღფრთოვანებას მაინც იწვევს.

22 წლის ასაკში კვარაცხელია დეკუს ("ბარსელონას" სპორტული დირექტორი) სატრანსფერო სიაში მოხვდა. მეტიც, ხვიჩა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატია. თუმცა ტრანსფერს არა მხოლოდ შემტევის სურვილი, არამედ "კვარას" სატრანსფერო ფასიც ართულებს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

altCorriere dello Sport: მაცარიმ კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია

altკვარაცხელია და ოსიმენი - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული...

მკითხველის კომენტარები / 35 /
კვარა კრემონეზეში გადადის
ვაჟა
27 იანვარი 2024 22:54
4
უნდა გადავიდეს ჩემი აზრით უეჭველი უნდა გადავიდეს..
დათო
27 იანვარი 2024 12:17
2
სრულიად გაუგებარი აბდა-უბდაა.სად ჩანს ,რომ კვარაცხელიამ ბარსელონა იუარა? სად თქვა ,ვისთან თქვა,როდის თქვა? ანდა კიმიხმა ხავის გამო თქვა უარიო,----კი მაგრამ რატომ,რა არ მოწონს ან რა დუშავა ,ცოლთან მიუსწრო თუ რაშია საქმე? ნუთუ არ შეგიძლიათ ყურით მოთრეულ სისულელეებზე უარი თქვათ და ნამდვილი ,ნაღდი ინფორმაციები გასაგები ქართულით მოგვაწოდოთ?
არგუტი
27 იანვარი 2024 11:57
1
ასეთი სტატიების გამოა, რომ ვერ თამაშობს ეს ადამიანი ძველებურად. ვერ გაუძლო ამდენ ხოტბას და ნაადრევად ირწმუნა, რომ საუკეთესო იყო და მეტი მუშაობა და გაუმჯობესება აღარ ჭირდებოდა.
კნოპსი
27 იანვარი 2024 11:23
3
უფრო მეტის მოლოდინი იყო. ერთი ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელია.

გონსალო გედეშს მაგონებს. პირველ სეზონში ესპანეთში გლიჯავდა. ახლა კი ბენფიკას სათადარიგოა და ვერც ინგლისში ივარგა
გენა
27 იანვარი 2024 10:35
4
სათაური არ შეესაბამება სტატიის შინაარს,ხვიჩამ იუარა თუ ბარსა ვერ ყიდულობს,რედაქტორო ესეთი უვიც ჟურნალისტებს სად პოულობთ
ხასანა ძია
27 იანვარი 2024 09:55
1
ბურთს რომ მიღებს კაცი ვერ ეხსნება და მცველმა იცის რომ დრიბლინფზე უნდა წავიდეს და თავისთავად კეტავენ აბა დაუყენე გვერდზე მაგარი იგროკები რა ქნას. ნაპოლი მაგარი ბანძი გუნდია წელს
Chibu
27 იანვარი 2024 02:12
0
ერთერთი ყველაზე საღი აზრია რაც წავიკითხე! ჯერ რამდენ თამაშში მარცხენა მცველი არ ყავდა ნაპოლის და მარტო იყო შეტევაში მერე რომც ყავთ დიდივერაფერი დი ლორენცოს დონის მინიმუმ უნდა ედგეს ფლანგზე ან უკეთესი რონალდოს მარსელო ყავდა ფლანგზე და მესის დანი ალვეში და თუ არ გინახავთ ნახეთ რამხელა დახმარებას უწევდნენ ფეხბურთია მარტო ვერაფერს გახდები თუ თანაგუნდელები არ გიწყობენ ხელს ოსიმენმაც ბევრი გამოტოვა თორე უფრო მეტი ასისტი ექნებოდა ხვიჩას ახლა ვიდრე აქვს პლუს აღარც ზამბო ანგისაა ფორმაში არც ლობოტკა ჟელინსკი საერთოდ ფაქტიურად გუნდში აღარაა და რა ქნას კაცმა თავს არ ზოგავს ცდილობს მაგრამ მარტო არ გამოვა ეგ ამბავი რა!
sd
31 იანვარი 2024 17:14
0
ბარსელონაში არაააა, მადრიდის რეალში! სირცხვილია ხალხო.... ტიპმა ცოლი მოიყვანა და დაამთავრა კარიერა
აზრი
26 იანვარი 2024 20:48
43
არა რატო ფიქრობ მასე რატო ძმა ?
დათო
27 იანვარი 2024 12:19
1
ვაი შენს პატრონს, უბედურს..
ნწ
27 იანვარი 2024 10:32
2
ყველა გამოხმაურება
კვარაზე უკვე თითქმის არც ერთი სერიოზული გამოცემა აღარ წერს არაფერს
ნიკალას
26 იანვარი 2024 19:50
39
24 Celia espanetshi var da pirvelat gavige ;el nacionali,
Pele
26 იანვარი 2024 17:06
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული