მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა - "მეცი" "ნიცასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან გესანმა თავისი გუნდს მოაგებინა.

მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს
და მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.2, whoscored 5.8.

„მეცი“ 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 4 თებერვალს „ლორიენს“ უმასპინძლებს.

მეცი. „ალიანც რივიერა“

ნიცა - მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)

altდუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძის მაგარი მატჩი "ესპერანჟთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ესეთი გაბოროტებულები და დაბოღმილები როგორ ხართ ცხოვრებაზე, რომ უკვე აღარც უკვირდებით რას და როგორ აკრიტიკებთ და ლანძღავთ. ბიჭს მთელი სეზონი არ უთამაშია და თურმე ნიცას ბურთი როგორ ვერ გადაახია. უმეტესობას არც გაქვთ თამაში ნანახი და აქ იმისთვის შემოდიხართ რომ როგორმე ბოღმა დაანთხიოთ. წვერს როგორ გაიპარსავს ისიც თქვენ გკითხოთ? სხვის ცხოვრებაზე დაბოღმვას ჯობია თქვენ ცხოვრებას მიხედოთ და გულში ბოღმის და სიბოროტის გარდა სხვა რამეც რომ გქონდეთ
Xizana
28 იანვარი 2024 22:18
1
პენალტი რაზე დაიდო დიდ გამოცანად დარჩა ჩემთვის.
sul2
28 იანვარი 2024 18:51
0
არ მეგონა თუ ჩემი კომენტარი დაიბლოკებოდა. აქეთ, ადიდეთ კი ბატონო, მაგრამ საშუალო თავდამსმელად რომ ვერ ჩამოყალიბდა, ეს ხომ ფაქტია. ლუქსემბურგთან მე-12-ე მოთამაშის იმედზე ( გულშემატკივრების) ვართ. არავინაა დღევანდელი დღის მონაცემებით ფორმაში
დავით 67
28 იანვარი 2024 17:42
0
ვერ ითამაშა, სამაგიეროდ წვერი აქვს მოშვებული. უხდება. არაბს ჰგავს.
ILIA
28 იანვარი 2024 13:46
0
ვინც თვლის რომ 6 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანს გადაუვლიდა, უბრალოდ მეოცნებე ოპტიმისტია. დიდი წარმატებები გიორგის.
გიზოგ
28 იანვარი 2024 07:54
1
ისე გაგვიხდა საქმე, რომ ლუქსემურგთან ალბათ მარტო მამარდაშვილის იმედათ უნდა ვიყოთ.
geno
28 იანვარი 2024 00:48
5
აუვარდათ თავში და ეგონათ წელსაც მასე იქნებოდა ყველამ შეისწავლა მაგათი თამაში და ამოკეტეს ამათ კი რა გააკეთეს კაცმა არ იცის
ადამიანი
28 იანვარი 2024 00:02
14
პენალტი? No comment
Რაგბის ფანი
27 იანვარი 2024 23:57
3
შარშან რა კარგი სეზონი ჰქონდათ:კვარაცხელიას,მიქაუტაძეს,დავითაშვილს,ლოჩოშვილს,კიტეიშვილს,კაკაბაძეს,წელს ყველა ცუდ ფორმაშია,რა გვეშველება მარტის თამაშებისთვის არ ვიცი!!
!!
27 იანვარი 2024 22:49
3
გეუბნებით მე თქვენ 22 წლის მერე ვამთავრებთ თამაშს.
ttt
27 იანვარი 2024 22:39
14

სიახლეები პოპულარული