მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მამარდაშვილმა ორ-ორჯერ ლინოს და გრიზმანის, აგრეთვე, ბარიოსის დარტყმული ბურთები მოიგერია. სადღაც 35-ე წუთისთვის სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და როდესაც ყველას ეგონა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდებოდა, ფულკიეს მიერ დატოვებულ ზონაში გრიზმანმა პასი ლინოს გაუკეთა და მან ერთი-ერთზე გიორგის გაუტანა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. ქართველმა სავიჩის თავური მოიგერია, ცოტა ხანში კი მისი კარი ორი მეტრიდან დეპაიმ დალაშქრა. 71-ე წუთზე გაიასთან ბურთზე ბრძოლისას მოლინა საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე გააუქმა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი არ მოხდა, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე ადგილზე გადავიდა.
მამარდაშვილმა თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.8, Whoscored 7.4, flashscore 6.9.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ღამურების“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია - ოთხი მოგება და ერთი ფრე.
„ვალენსია“ 32 ქულით მერვე პოზიციაზეა და 3 თებერვალს „ალმერიას“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ლინო (45+5), 2:0 დეპაი (57)
მამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია - როგორ შეაფასეს გიორგის თამაში