footballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

AutoSharing Option
footballtransfers-ის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის კრიზისში შესვლამ, ქართველისადმი "არსენალის" ინტერესი განაახლოს.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" ისტორიული სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, დაახლოებით ერთი წელია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელფასის მომატებას ითხოვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, თავიდან კლუბის პრეზიდენტმა გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულების განახლებაზე უარი განაცხადა, რამაც ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ძალიან გააბრაზა.

აღნიშნულია, რომ, მოთხოვნილ და შეთავაზებულ თანხებს შორის სხვაობა უზარმაზარია,
დე ლაურენტისი მზად არაა 4 მილიონზე მეტი გადაუხადოს, ამ დროს კვარაცხელია გაცილებით მეტი ღირს, შედეგად კი სავსებით რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს, ქართველმა ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვოს.

"არსენალი" უკვე რამდენიმე თვეა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია და სეზონის ბოლოს შეიძლება მისი გადაბირება კვლავ სცადოს. ამ სეზონში ხვიჩას თამაში ისე შთამბეჭდავი არაა და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიზეზი კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციაა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარო თავზე ხელი დაიდე ხომ არავის დაუმასქნია და უკან მაისვი,ხომ არ ჩაგიტოვეს.
საფიჩხიელი-კაროს
05 თებერვალი 2024 18:32
0
ასე შეიძლება დასტრუქტურირება: ვარიანტი 1: ხელფასი 3-4 მ გამოსასყიდი 50 მ; ვარიანტი 2: ხელფასი 7-9 მ გამოსასყიდი 90-120 მ; ანუ, 2 რაღაცაზეა საჭირო მოლაპარაკება ერთმანეთთან ბმაში. ლაურენტისს თან ძვირად უნდა გაყიდოს და თან მიზერული ხელფასი იხადოს, რაც მეტისმეტად უსამართლოა. თუ უნდა ძვირად გაყიდოს, მაშინ გამოსასყიდი თანხა და ხელასი, ორივე, შესაბამისად დიდ ციფრებში უნდა იყოს
გულშემატკივარი
01 თებერვალი 2024 13:07
4
როდის სცადა არსენალმა გადაბირება რო იძახით კვლავ სცადოსო??? არსენალის ტემპს ვერ გაუძლებს კვარა, თამაშებს მაინც უყურეთ რა ტემპია ინგლისში და რა ტემპია იტალიაში თუ საერთოდ ტემპი
გიო
01 თებერვალი 2024 12:04
36
რეებს ბოდიალობ ? :D
ლშა_იუვენტინო
03 თებერვალი 2024 09:44
0
მართლა მასე ფიქრობ, რომ კვარა ვერ გაუძლებს ინგლისის ტემპს? გაუძლებს კი არა, აქეთ გაუძლონ ინგლისელებმა :)))
ზურა
01 თებერვალი 2024 13:30
4
ჩემი აზრით უნდა დათანხმდეს გაზრდილ ხელფასს, მეტი ხელფასიდან უფრო ადვილია შენი პირობები რომ წაუყენო(ღმერთო მაპატიე)
rigiti
01 თებერვალი 2024 09:46
3
საერთოდ არ უზრდიან, მაგაშია საქმე
ნინო
04 თებერვალი 2024 17:13
0
კი გეთანხმებით რომ აუცილებლად უნდა დააღწიოს თავი და გადავიდეს სხვაგან, მაგრამ არსენალი რაღაც არ მიზიდავს ასე მგონია ეგ გუნდი ვერაფერს მოიგებს უახლოეს მომავალში.
Givi
01 თებერვალი 2024 09:01
6
საქმე იმაშია, რომ ინგლისში კვარას არ უნდა!…
ლაშა
01 თებერვალი 2024 07:43
2
ნუ ბოდავთ. საკა, მარტინელი და ტროსარდი ყავს არსენალს. მეტი საქმე არ აქვთ ხვიჩაში ყარონ ფული. თან რაშო. ამ თამაშში რასაც ამ სეზონში აჩვენებს?
K
01 თებერვალი 2024 06:59
24
მხოლოდ გაბრაზება ეხერხება ხვიჩუკას,ენაცვალოს ჯუღელი. თამაშის რა მოგახსენოთ
კარო
01 თებერვალი 2024 11:06
20
ისა და ძაან გაბრაზებულია, თუ ცოტა ???
!!!!
01 თებერვალი 2024 01:52
37
რა თქმა უნდა ქვეცნობიერად,რომც არ უნდოდეს,ლაურენტისის წუწურაქობა ახდენს სწორედ გავლენას თამაშზე.პირადი ღირსების საქმეა,ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელს იმათზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს,ვიდრე ზოგიერთ თადარიგში მჯდომს.რამენაირად თავი უნდა დააღწიოს ამ კაცს და გუნდს.ნაპოლი კიდევ 30 წელი არაფრის მომგები არაა და ხვიჩას დონეს დეცემა.
მირო
01 თებერვალი 2024 00:08
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული