ხვიჩა დღეს "ვერონას" წინააღმდეგ, რომელსაც სამი გოლი გაუტანა...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ნაპოლი" ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ "მარადონაზე" ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი "ვერონასთან" შეუძლიათ - დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე.

ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჰქონიათ - 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. "ნაპოლიმ" "ვერონასთან" ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა საშუალოდ 2.1 გოლი (სულ 27) და 6 შეხვედრაში არ გაუშვია. სტუმრებმა ნეაპოლში ბოლოს
1982 წლის 2 იანვარს, პიერო ფანას დუბლით მოიგეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი სწორედ უახლოეს მეტოქესთან ჰქონდა - 21 ოქტომბერს დუბლი შეუსრულა. მაშინ "კვარას" მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. აქვე ჩვენებურის მონაგარს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 საგოლე პასი, წინა ტური კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

Sportall.Ge

საინტერესოა, აფრიკის თასზე, ოსიმენთან დაპირისპირებისას, მერვედფინალიდან გამოვარდნილი ანგისა გუნდს რამდენად დაეხმარება. გასულ მატჩში ჩემპიონთა რიგებში დენდოკერისა და ნგონჟის დებიუტი ვნახეთ. ვნახოთ, ახლა მათ რამდენი დრო მიეცემათ. მაცოკი ალბათ კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება. ტრაორე ტრავმირებულია, ისევე, როგორც მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა. 

სამმცველიან ტაქტიკაში (თუ 4-3-3 არ დაბრუნდა) ისევ ოსტიგორი უნდა ვნახოთ, კაპიტანი დი ლორენცო კი მთელ ფლანგს დაიკავებს; ზელინსკი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, ცოტა დროს იღებს; საინტერესოა, ფორვარდად ვის ვიხილავთ; განახლებულ ტაქტიკაში კვარაცხელიასთვის მაქსიმალურად დიდი თავისუფლების მინიჭებას ვისურვებთ. მას ვერონელებთან გატანა გამოსდის, ეს გასულ სეზონშიც (სადებიუტო მატჩში) მოახერხა და აქტივში საგოლე პასიც აქვს.

შეხვედრას ნაკლებად ცნობილი არბიტრი, 40 წლის მარკო პიჩინინი განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რაც თვალს აქტიურად ვადევნებთ, პირველად იქნება.

altკვარაცხელია "მილანისა" და "ბარსას" წინააღმდეგ - ქართველების საინტერესო თებერვალი

altჩაჩუა, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდა და ინტერესი ქართველ გულშემატკივრებში...

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა,ძმაო,როგორც ვიცი რამოდენიმე დღეში 23 წლისა ხდები,რასაც წინასწარ გილოცავთ.
ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გაფურჩქვნისა და გამოვლენის დრო დამდგარია უკვე.გახსოვდეს,რომ რაც აქამდე გიკეთებია, იმაზე მეტს ველით შენგან.შენ თავადვე ჩაგვისახე ამის საფუძვლიანი იმედი ბრწყინვალე,ჭკვიანური,შედეგიანი,ლამაზი თამაშით.
ღვთის შეწევნით, მოგცემოდეს ჯანმრთელობა,ძალა,სტიმული,შემართება უფრო მაღალ დონეზე თამაშისა და ამ ყოველივეთი შენი ჭეშმარიტი გულშემატკივრების გულის გახარება.
გაიხარე!!!
მერაბი
02 თებერვალი 2024 16:39
2
Gaixare megobaro aseti sitboti dawereli gzavnilistvis!!!!kvaras ar daumsaxurebia es uazro qiliki...vitom patriotebis ;)
L.J .
02 თებერვალი 2024 20:07
2
ღმერთი ინებებს,ხვიჩა მოინდომებს,ლამაზ თამაშს - ფინტს,პასს,გოლს აუცილებლად გვაჩუქებს!
კოლხიდელი
02 თებერვალი 2024 15:03
3
ჰეთ თრიკის დროა
ზვიადი
02 თებერვალი 2024 13:37
4
კვარაცხელიას ყველა გუნდის კარის აღება უყვარს, ამასთან გამოდის
ნიკა
02 თებერვალი 2024 13:25
7
წარმატებები კვარა
dato
03 თებერვალი 2024 20:27
5
ხვიჩას წარმატება რომ არ უნდა და ეწყინება ის,ან შტერია, ან მტერი ქართული ფეხბურთისა...
ბრაზი
04 თებერვალი 2024 13:37
1
ხო დეისვენე სიმონ?
ახლა მარჯვენა ფეხს თეძოც ააყოლე, მარცხენა წინ, კუდუსუნი წრეზე აბზრიალე და ყურები არ ჩამოყარო, მეტს კი არ გთხოვენ ფანები.
მიდი ხვიჩა! მიდი სიმონ! ახტი მაინც ბიჭოოო! კვვდარი არავის ეგონო და მწარედ ნუ აგვატირებ გეხვეწებით რააა...
არა რა. ტყუილად გვაქვს ჯუღელის იმედი, დამრგვალდა კაცი და მთლა დაირეხვა.
კ ო მ ბ ლ ე
03 თებერვალი 2024 15:51
25
ნამეტანი უცნაირად ჟღურტულებ!რაია სიმონ,შეგაწუხენ ჯოჯოებმა?
წნევა
03 თებერვალი 2024 20:32
1
ვერ ატყობ, რო ვეღარ ქაჩავ, იუმორში? უბრალოდ საცოდავი ხდები.
ურიკინე, კომბლეს.
04 თებერვალი 2024 14:20
0
ვინმეს კიდევ გაქვთ ამ კაცის იმედი?
თუმცა იქნებ ნაცების ჯინაზე გაიტანოს. DDD
zura222
02 თებერვალი 2024 14:52
76
რათა კაცო,რათა ასეთი ბნელი აზრები?"უიმედო კაცი მიცვალებულს ბევრად არ სჯობიაო",-ბრძენს უთქვამს.გაითვალისწინეთ.
ბრაზი
02 თებერვალი 2024 16:23
2
ვიღაცა ხარ,ამ შხამს სხვისი სახელით რომ ანთხევ,გგონია ვერავინ ხვდება?რა მდაბალი სულისა უნდა იყო,ასეთ რამეს რომ კადრულობ!
ნამდვილი ზურა 222,ასეთ სისულელეს,არასოდეს დაწერს.
სოსო
03 თებერვალი 2024 11:10
6
ყველა გამოხმაურება
თაფლობის თვე გადაიქცა წლად
მახო
02 თებერვალი 2024 14:39
34
კარგია დასვენება, მოშიებული იქნება..
berg
02 თებერვალი 2024 14:35
14
ვაჟა მასწავლებელმა ფაფა და ფელამუშები ურჩია ჩაკცეტაძეს და კვარაცხელიას რას ურჩევს?
ვაჟა
02 თებერვალი 2024 22:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული