ხვიჩა "დაბრუნდა", მოუსვენარი და გამბედავი...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი გოლით ყველამ გავიხარეთ. "კვარამ" ისევ ბევრი აალაპარაკა, საუკეთესო დრო გაახსენა. ისე, ქართველ ფეხბურთელს ეს არც აქამდე აკლდა, მისი შედეგიანი თამაშიც განხილვის საგანია და ნებისმიერი ნაკლებად წარმატებულიც. "ნაპოლის" 77-ე ნომერი "ვერონასთან" ძალიან მონდომებული ვნახეთ. ეს ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა და მთავარი მწვრთნელის მიმართაც შეგვიძლია კომპლიმენტების თქმა - დაგვიანებით, თუმცა სწორი დასკვნები გამოიტანა.

კვარაცხელია კარავაჯოს იმიტომ შეადარეს, ის მინდორზე მოუსვენარი და გამბედავია. ასე იყო მის ყველაზე წარმატებულ სეზონში. ხვიჩა კვირის მატჩშიც ასეთი ვიხილეთ, სჯერო
და საკუთარი შესაძლებლობების, სწამდა, რომ მაინც გაიტანდა და ასეც მოხდა. ჩვენებურის მოწადინება მხოლოდ ამ ასპექტში არ ყოფილა - ერთ ეპიზოდში ჟესუსი ბურთთან ნელა მისვლას და შეტევის ისე წამოწყებას აპირებდა, როცა "კვარამ" მას ბურთი "გამოგლიჯა" და იერიშს სულ სხვა სიმწვავე და მიმართულება მისცა.

Sportall.Ge

77-ე ნომერი თამამად მიდიოდა დრიბლინგებზე და მშვენიერ პასებსაც არიგებდა. იქნებ ხვიჩას დისკვალიფიკაციამ და ცოტათი ამოსუნთქვამ სხვა ენერგია შემატა? - ამის დაშვებაც შეგვიძლია. აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია, რომ ვერონელთა მცველების მხრიდან ზღვარგადასული უხეშობა იშვიათად ვნახეთ. ბოლო დროს სერია "ა"-ში ასე არაა და სასიხარულოა. ასეთ დროს შემტევები საკუთარი უნარების გამოვლენას მეტად ახერხებენ და თამაშიც უფრო სამართლიან პრინციპებზე იგება.

კარგად გამოჩნდა ის, რაზეც მუდმივად ვწერთ: კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს და აუმჯობესებს იმ პარამეტრებს, რაც მის პროგრესს სჭირდება. ამის კარგი მაგალითებია უფრო ზუსტი და სრულყოფილი პასები, თავისუფალ ზონებში მოძრაობა თუ დარტყმის დროისა და მიმართულების შერჩევა - გოლი მართლაც იდეალურად ჩაუშვა!.. ვალტერ მაცარი აქ უნდა შევაქოთ. ის რაღაცებს ვარჯიშებზეც იგრძნობდა და ხვიჩას თითქოს დავალება ჰქონდა, კარში მაქსიმალურად ხშირად დაერტყა, რასაც შედეგი მოჰყვებოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ეს ეგოიზმის ხარჯზე არ მომხდარა, რასაც სიმეონეზე გაკეთებული პასიც ადასტურებს. კიდევ ერთი - ის, რაც მწვრთნელმა თქვა, კარგა ხანია, ვიცით, ხვიჩას ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან კარგი გოლები გააქვს და მხოლოდ ფლანგზე "გადასროლილი" არ უნდა იყოს.

Sportall.Ge

როგორც კი "კვარას" ცენტრში მეტი თავისუფლება მიეცა და კართან უფრო ახლოს მივიდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ნეაპოლურ კლუბს ნაკლებად ხმაურიანი, თუმცა მშვენიერი ტრანსფერები განუხორციელებია - კარგი იყო ნგონჟი, მაცოკიმ რუი დიდებულად შეცვალა და საკუთარი შესაძლებლობები ლინსდსტრომმაც გამოავლინა. ამასობაში, პოლიტანო ძველებურად სასარგებლო არაა. ასეა თუ ისე, "კვარა" მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!.. რაზეც ხვიჩას დაკვირვება მართებდა, მსაჯებთან კამათისას მიღებული გაფრთხილებებია; იმ ფონზე, როცა ჩვენებური პენალტსაც სამართლიანად ითხოვდა და კუთხურსაც, ეს მაქსიმალურად მშვიდად გააკეთა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას არ უნდა მოეშვას.

ნორვეგიელი პოზიტიური ფსიქოლოგის, რობერტ ბისვა-დინერის მოსაზრებები საინტერესო და პრაქტიკულია. ის გარკვეული უნარების მუდმივად გაუმჯობესებაზე საუბრობს. ჩვენ ახლა მისი განზოგადება კვარაცხელიაზე შეგვიძლია. პირველია - კარგად შევისწავლოთ ის, რაც გვაშინებს. ხვიჩას მხრიდან ღელვის შემცირება და თავდაჯერების მომატება შევნიშნეთ; მეორე - წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი. "რომ ვერ შევძლო?" - ამ შეკითხვის დასმა ბუნებრივია, მთავარი კი იმაზე მუშაობაა, რაც გვაღელვებს; მესამე - პერიოდულად იმის კეთება, რისი გამბედაობაც არ გყოფნის. რაღაც, შესაძლოა, ერთხელ არ გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ მიზანს აუცილებლად მიაღწევ; მეოთხე - დამშვიდების ტექნიკები. სტრესული ფიქრებისგან მაქსიმალური თავდაცვა; მეხუთე - სანდო გარემო და სანაცნობო წრე, რაც წარმატებას მხოლოდ ეხმარება. დაბოლოს - იზეიმოთ თქვენი წარმატება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გამოვიდა და არა - პირიქით. ის ჟესტიც "საჭირო" იყო...

წინ კარგ ხასიათზე მოსული კვარაცხელია და "მილანსა" და "ბარსელონასთან" მატჩებია!..

altგოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

altმატჩის გმირი იყო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა გაუწყალეთ გული კვარას? ნათქვამია "ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს იწველიდესო",თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის,ან საკუთარი თავის და ოჯახისთვის?! მაგრამ თქვენს უმაქნისობას სხვისი კრიტიკით ამართლებთ! მოდუნდით, ნუ დაიძაბებით!!
ზაზა
10 თებერვალი 2024 00:07
0
მართლაც რომ ავადმყოფობაა,როდესაც რაღაც მოვლსნას [ამ შემთხვევაში ფეხბურთს] აფასებ და მარტო საკუთარი აზრი გაქვს და სხვისი ბოღმად,ლანძღვა-გინებათ და ქართველებისა და ქვეყნის მტრობათ გეჩვენება, ქართველები საბედნიეროდ არ არის ცხვრის ფარა ან აზროვნებას მოკლებული მასა,რომელსაც ჭურივით რასაც ჩასძახებენ იმავეს ამოსძახებენ, ყველა, რაღაც მოვლენას თავისებურად აფასებ,მათ შორის ფეხბურთსაც,ნათქვამია-ზოგს მღვდელი მოწონსო ზოგსაც მისი ცოლიოო,ასეა ფეხბურთშიც და რა გიკვირთ, როდესაც ამდენი უსახური თამაშის შემდეგ უსახურ ვერონასთან გაბრწყინება,ზოგისთვის საერთო სახალხო ზეიმია, ზოგისთვის თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძველი,ზოგსაც კიდევ უფრო გაუმყარდა ეჭვი მის შესაძლებლობებში-ძლიერ გუნდებთან ვერა,მაგრამ ვერონას დონის მაჩანჩალა კლუბებთან ლომიაა. ასეა!! როდესაც საქართველოში ეპოქალურ ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია კრიტიკოსიც აურაცხელი გეყოლება და მაქებარიც-კიდევ ვიმეორებ ყველას თავისი აზრი აქვს და წერტილი. არის ვინმესთვის კვარას გოლები ვერონას დონის გუნდებთან მოვლენაა!! ღმერთმა ხელი მოუმართოს, ასეც უქნიათ სპალნაში დაუკიდებიათ მისი სურათი, ვისი რა საქმეა!! მაგრამ სხვა მოსაზრების მოსმენაც მოგიწევთ ნუ იბოღმებით......ისე რას გადაეკიდა ეს ბიჭი ამ სიყვარულის ქალაქის გუნდს, მ/სეზონში უკვე 3 გოლი გაუტანა....ეტყობა რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიის გამოძახილია
Jora-giorgi
07 თებერვალი 2024 10:15
8
ბავშვობიდან მასწავლეს სხვისი აზრის პატივისცემა და საკუთარის შეურაცყოფის ა რპატიება,ხოდა შენ ხარ ჩლუნგი,თუ ძალად აძაგებ ამ არაჩვულებრივ ახალგაზრდას,რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის,ხალხის მტერი ხარ და თუ უნებლიედ,ცოდო ხარ,მიხედე თავს. კვარა ეს ეგააგრძელე,შენ შემოგევლე!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
08 თებერვალი 2024 23:28
0
ავადაა ერი ავად! კაცმა ულამაზესი გოლი გაიტანა, ითამაშა ლამაზად და ეფექტურად. გამომდგარი აქ და ლანძღავენ. კაცო რამ გაგამწარათ და დაგბოღმათ ამ დონეზე ვერ ვხდები. ითამაშებს დავუკრად ტაში გაგვიხარდეს, ვერ ითამაშებს დავუჭიროთ მხარი და გავამხნევოთ ასე არ ჯობია?!?! ქართველები არ ხართ? რას გავხართ და რას დაგმსგავსათ ამ უბედურმა ცხოვრებამ? რომ კაცზე ასეთი სიძულვილი შეგიძ₾იათ. ჯერ იყოდა ის ჟურნალისტი დედაკაცი გამოვარდა გვარად კლდიაშვილი? კვარა იტალიაში ჩასული არ იყო და დაუწყო აქედან ლანძღვა მაგი ფეხბურთელი არააო, მაგას ძანიოლო ჯობიაო ახლაა და მიმდგარი ერის 50 % ლანძღავს თფუი შეგირცხვათ ნამუსი
mamia
07 თებერვალი 2024 00:37
1
აქაური მასხარ-კომენტატორები ჟურნალისტს მიმართავენ, რატომ წერ და აქვეყნებ სტატიას ხვიცაზე, დაგეცადა შემდეგ თამაშამდეო. და ორივეზე რომ დაწეროს, ავად გახდება? სპორტული ჟურნალისტის პროფესიაა რომ დაწეროს სტატია თამაშზე და ფეხბურთელებზე, და არა არ დაწეროს! ურცხვად პირდაპირ პროფესიაში უხტებიან))) ხვიჩას "ცისარტყელა“ და „მაგიურ" გოლზე Corriere dello Sport-მა და Gazzetta-მ დაწერეს, ძოლამ მიუძღვნა აღფრთოვანებული კომენტარი და ა.შ. ესენი კი აქ ქართველ ჟურნალისტს ჭკუას ასწავლიან ხვიჩაზე უნდა წეროს თუ არ წეროს))) ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა. ისე, გულიანად როგორ არ უნდა გაიცინო ამ მართლა მასხარებზე.
გიორგი
06 თებერვალი 2024 21:49
4
აქაურმა მასხარებმა ისევ დამაწერინეს კომენტარი. ჟურნალისტს მიმართავენ, რატომ წერ და აქვეყნებ სტატიას, დაგეცადა შემდეგ თამაშამდეო. და ორივეზე რომ დაწეროს, ავად გახდება? სპორტული ჟურნალისტის პროფესიაა რომ დაწეროს სტატია თამაშზე, და არა არ დაწეროს! პირდაპირ პროფესიაში უხტებიან ეს ადგილობრივი ჰეითერ-ანალიტიკოსები))) ხვიჩას "ცისარტყელა“ და „მაგიურ" გოლზე Corriere dello Sport-მა და Gazzetta-მ დაწერეს, ძოლამ მიუძღვნა აღფრთოვანებული კომენტარი და ა.შ. ესენი კი აქ ქართველ ჟურნალისტს ჭკუას ასწავლიან ხვიჩაზე უნდა წეროს თუ არ წეროს))) ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა. ისე, გულიანად როგორ არ უნდა გაიცინო ამ მართლა მასხარებზე.
გიორგი
06 თებერვალი 2024 21:44
5
ე ბიჯო რა სტოლბა რის სტოლბა მართლა ფეხბურთს თამაშობს კაცი და ვინ გვყავს მაგაზე მაგარი ახლაც და ან უკასკნელ ათწლეულში აა!!?? იტალიის ჩემპიონი თან რა დამსახურებიიით! არაფერიაა ვითოომ!,? ე.ი.მარადონა უნდა იყოს მართლააა!?საღოლ ხვიჩა მართლა შვილო და ძმაო ,მართლა ძაან მაგარი ყოფილხარ ,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რომ აქ ასე წაროუდგენიხარ საზოგადოებას!! ბრავო მაესტრო ბრავო!!
დინამოს გაუმარჯოს
06 თებერვალი 2024 20:48
2
ისე რამდენიმე დღე რომ დაგეცადათ და მილანთან თამაშის შემდეგ მაინც მიგეცათ ეს სტატია და სათაური არააა???!! დიდი ალბათობით მას იმ და იმდენ თავისუფალ სივრცეებს მილანის მცველები არ მისცემენ,არც კარებში დაარტყმევინებენ ისე ადვილად, როგორც ეს მაჩანჩალა ვერონასთან გამოუვიდა,ხოდა დაიწყება ისევ ის იმედგაცრუება და ჩავარდმები რაც იგივე ვერონას კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ ჰქონდა პირველ წრეში. კარავაჯოს შედარება კი კიდევ ახალი საღადაო თემა გახდება,როგორც ჩვენში ისე საზღვრებს გარეთ. იმდენი ვეძახეთ კვარადონა, იმდენი სიმბოლური ტიტულებით დატვირთეს, იმდენი წერეს მის ხელფასა და კონტრაქტზე რომ მისი მთავარი მისია- უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გამხდარიყო და რომელიმე სუპერკლუბის ინტერესში მოხვედრილიყო სადღაც დაიკარგა და საფეხბურთო თვალსაზრისითაც თვალშისაცემი რეგრესი განიცადა. ჩვენც ქართველებს ისეთი დრო დაგვიდგა გასავარდნ ზონაში მყოფი ვერონას კარში გატანილი გოლიც კი ლამის ეროვნულ მიღწევად აღვიქვით და ვზეიმობთ, პრეს კი ასეთ ანალიტიკურ სტატიებს წერს და ქება დიდებას არ იშურებს, არადა ეს მხოლოდ უსუსტესი ვერონა იყო, დააცადეთ ამ ბიჭს ითამაშოს რამდენიმე თამაში მიჯნით ასეთ დონეზე,განსაკუთრებით მაღალი დონის იტალიურ კლუბებთან და მერე....რამდენიც გინდათ...
შულაია
06 თებერვალი 2024 13:34
21
ხვიჩა "სტოლბასავითაა", მიარტყამენ ბურთს, აირეკლავს.
xuta
06 თებერვალი 2024 11:31
46
შენ ეტყობა თავში მოგხვდა რაღაცა და ვერ აირეკლე, ან სტოლბას მიეჯახე და ვერ აიცილე
ფირუზა
06 თებერვალი 2024 15:05
6
თქვენი სახელის პირველი ასო "ხ" არის თუ "კ" ??!!
ჯარჯი
06 თებერვალი 2024 12:53
3
ხვიჩა მოგიხდა ახალი ვარცხნილობა, ეგრე არ ჯობიააა
რაბუ
06 თებერვალი 2024 11:08
3
მე დიდი ხანია ვწერ, რომ ღმერთმა მეორე ყიფო მოგვცა და ის სწორედ მის ამპლუაში, ანუ ცენტრში უნდა თამაშობდეს და არა ფრთაზე ორი-სამი მცველის გარომოცვაში. მას კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, კარგი დრიბლინგი და მინდვრის ხედვა აქვს, ანუ კარგი პასი და ბურთის გატანა ორივე მოძრაობა ორივე ფეხით ეხერხება, ამიტომ მისი ასპარეზი მთელი მოედანი უნდა იყოს და არა რომელიმე ფრთა.
ჟორა გაბრიჭიძე
06 თებერვალი 2024 10:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული