"კონტე ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს უტარებს" - La Gazzetta dello Sport-ი იტალიელ სპეციალისტზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "პარტენოპეის" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს უტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტე მოთამაშეების ფსიქოლოგიური მხარის ამაღლებაზე ძალიან ბევრს მუშაობს.

"კონტემ საწვრთნელ ცენტრში ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა - "გუნდში არ არსებობს მე, არსებობს მხოლოდ ჩვენ. თუ დიდების მიღწევა გვსურს, მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ".

კონტემ გუნდს ენთუზიაზმი დაუბრუნა. ანტონიოს წარმატების მიღწევა თავმდაბლობითა და გამარჯვების ჟინით სურს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით
მეორე ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 26 სექტემბერს, კოპა იტალიაზე, "პალერმოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altროდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა - კონტემ კომენტარი გააკეთა

altარცერთი ნეაპოლელი სტადიონზე - კონტე "იუვესთან" ტაქტიკას და შემადგენლობას შეცვლის

alt"ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება! ამის გამო სიამაყეს და კმაყოფილებას განვიცდი" - რა თქვა კონტემ "იუვენტუსთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე ვფიქრობ ივენტუსთან ხვიჩას დაღლოლმა ვირმა პოლიტანომ გაუფუჭა განწყობა! ტიპმა არ აცალა ხვიჩას კუთხურების და ჯარიმების დარტყმა
რობი
15:15 24-09-2024
1
ავლიპა ზურაბაშვილის კლინიკა
გენა
12:24 24-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული