"ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს" - სიმეონემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 4 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების მომტანი გოლით შინ "ვერონა" (2:1) დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ Dazn-ის ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ჩემ უკან ფეხბურთელი მოქმედებს და ბევრს მოძრაობს, ეს სივრცეების ათვისებაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეს ბურთს ფეხში მისცემ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით, მეტოქეს უდიდეს ხიფათს შეუქმნის, ქართველს ამაში ბადალი არ ჰყავს", - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "კვარამ" "ნაპოლის" მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6
გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელია "ვერონას" წინააღმდეგ გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

alt"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია, ლეაუზე ბევრად უკეთესია" - რა განაცხადა კასანომ?

 

altრამ განაპირობა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი? - ხვიჩა მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენ ვინც ფეხბურთელობა დაგაბრალა, ესა მაქსიმუმ ჯენია ან ემპოლის დონის გუნდის ფეხბურთელი, რა ასისტი გაუფუჭა გუშინ ხვიჩას, ოსიმენი გაიტანდა
გოგა
18:16 05-02-2024
2
ეს სიმეონე ცივი ტოლმასავითაა. კი იჭმევა, მაგრამ . . . :)
კოლა
19:42 05-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული