ანჯელოცის თქმით, "ფროზინონე" ახალგაზრდა შემტევს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ გუნდი სერია A-დან არ გავარდება.
"იბრაჰიმოვიჩისა და კვერნაძის შენარჩუნება ნამდვილად გვსურს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ", - განაცხადა ანჯელოციმ.
შეგახსენებთ, კვერნაძე "ფროზინონეში" გასულ ზაფხულს ბათუმის "დინამომ" გაანათხოვრა, 21 წლის გარემარბმა იტალიური გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩი გამართა.
"ფროზინონე" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
"ფროზინონე" "ვერონას" ფრედ ეთამაშა - კვერნაძე სათადარიგო იყო