"ჩემი აზრით, ძველი "კვარა" დაბრუნდა" - ცნობილი იტალიელი სპეციალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლისა" (1999/2000) და "სამპდორიას" (2002/2007) ყოფილმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინომ "მილანისა" და "ნაპოლის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ "როსონერისთვის" ყველაზე რთულად შესაჩერებელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

"ლეაუ ყოველთვის გადამწყვეტი მოთამაშეა, თუმცა მას ჟირუც დაეხმარება. "ნაპოლიდან" კვარაცხელიას გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ქართველი ოპტიმალურ ფორმაში შევიდა. ბოლო მატჩებია ისე გამოიყურება, როგორც გასულ სეზონში.

აფრიკის თასის გამო "პარტენოპეის" ოსიმენი დააკლდება, ამიტომ მჯერა, რომ "მილანმა" მხოლოდ კვარაცხელიას შეჩერებაზე უნდა იზრუნოს", - განაცხადა ნოველინომ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 11 თებერვალს, თბილისის
დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

alt"3 თვის წინ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მისმა აგენტმა კი ასეთი რამ გვითხრა" - რას აცხადებს დე ლაურენტისი?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართველებს გვაქვს ერთი გამოთქმა=ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი.სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.ფანატიზმამდე თუ არ გიყვარს ფეხბურთი დიდი ვარსკვლავი ვერ გახდები.
ასეა ეს
21:58 08-02-2024
13
ბელინგემი ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ატარებს. თუ ხვიჩას უნდა რომ მართლა დიდ გუნდში მოხვდეს, ესე უნდა გააჰრძელოს მილანთან და ბარსასთან
გენო
18:14 08-02-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული