კვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

Sportall.Ge

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

Sportall.Ge

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
გილოცავ და გისურვებ კიდევ ცოტა უფრო მეტად მაინც დაჭკვიანებას.. )
Miqautadze
12 თებერვალი 2024 13:06
16
ჯანმრთელობა და წინსვლა კვარას ცხოვრებაში,კალას და კობის ეტყობა ჩიხრიხივით აქვთ საქმე აწყობილი და ისვენებენ,ეტყობა მილანში დალაქთან ჩაწერილები იყვნენ,საქმეს მიხედეთ საქმეს თქვე უქნარებო.
ფანტომასი
12 თებერვალი 2024 12:21
17
ნამდვილად. იმიტომაც არიან წვერგაუპარსავები და გაბურძგნულები!
დავით 67
13 თებერვალი 2024 00:38
2
სიკეთე და ბედნიერება ჰქონებოდეს უფლისგან
ვასო67
12 თებერვალი 2024 12:14
2
უზომო პირად ბედნიერებას გისურვებ, ძალიან წარმატებულ კარიერას და საქართველოს მოსახლეობის სისტემატიურ გახარებას შენი თამაშითა და გოლებით
საბურთალო
12 თებერვალი 2024 11:27
3
სიხარული... ბედნიერება... და ყველაფერი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიას !
ქუთაისი
12 თებერვალი 2024 11:14
3
ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეს კვარაააა
ნიკა
12 თებერვალი 2024 11:11
3
Კვარას ვულოცავ და ჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. Ამ კაცმა ცხოვრება გაგვილამაზა თავისი თამაშით. Ყოველ უქმეებზე ველოდები ნაპოლის თამაშს.
Რერო
12 თებერვალი 2024 11:10
3
გილოცვ კვარა მეტი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში! ევროპაზე და მსოფლიოზე გეთამაშოს! ჩემიონთა ლიგაც მოგეგოს
beqa
12 თებერვალი 2024 11:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული