ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ Rai-ს ეთერში მატჩის პირველი ტაიმი შეაფასა.
"ნაპოლიმ" დაცვაში შეცდომა დაუშვა, რასაც ერნანდესის გოლი მოჰყვა. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია ყველას წინააღმდეგ მარტო თამაშობს. მეორე ტაიმში ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს", - განაცხადა პერილომ.
შეგახსენებთ, "მილანს" "ნაპოლი" შინ 2014 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.