კვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

AutoSharing Option
იტალიური მედია აღნიშნავს, რომ "მილანთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) "ნაპოლის" ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, "ინტერში" გადასასვლელად გამზადებულმა პიოტრ ზელინსკიმ კი ყველაზე უარესად ითამაშა, თუ ამას საერთოდ თამაში ჰქვია.

Calciomercato-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მარცხის გამო უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გადაყენებას არ აპირებს, ვინაიდან სერია A-ში მომავალ სამ შეხვედრაში შედარებით იოლ მეტოქეებთან გამარჯვების მოპოვების და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ძლევის იმედი აქვს.

ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელსაც კლუბთან დაახლოებულ პიროვნებად მოიხსენიებენ და ფაქტობრივად, ყოველთვის დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს,
თქვა, რომ მაცარის გარისკვის ეშინია, მატჩისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის გარეშე კი გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია.

თავად მაცარის აზრით, თუ არ ჩავთვლით გაშვებული გოლისას დაშვებულ შეცდომას, მისი შეგირდები ურიგოდ არ გაისარჯნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე მყოფ "ატალანტას" 7 ქულით ჩამორჩებიან, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

აფრიკის თასის ფინალში დამარცხებისა და კოჭ-წვივის ტრავმის გამო იმედგაცრუებული 
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და თუ შეძლო, ხუთშაბათს ვარჯიშს დაიწყებს.

calcionapoli24 იტყობინება, რომ ოსიმენის ნიგერიის ნაკრების კოტ-დ’ივუართან წაგებამ ნეაპოლელი გულშემტკივრები გაახარა.

"რეპუბლიკის" მტკიცებით, ვიქტორი ამ სეზონს "ნაპოლიში" დაასრულებს, ხოლო ზაფხულში პსჟ 120 მილიონ ევროდ გამოისყიდის, სადაც კილიან მბაპეს შეცვლის. პარიზული კლუბი აგრეთვე "როსონერის" შემტევის, რაფაელ ლეაოს შეძენას გეგმავს.

altკიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?

altთანაგუნდელმა დაამშვიდა - ოსიმენის ემოციები წაგებული ფინალის შემდეგ [VIDEO]

alt"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

altკვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

altოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყანაა, სოფლის გუნდია. იტალიელები ნეაპოლელებს სოფლელებად მიიჩნევენ.
მიხეილ
13 თებერვალი 2024 08:20
1
ღ ვ ა რ ძ ლ ი ა ნ ო
შენც მასე ფიქრობ ¿
შენ ხომ გყავს ქ ა ლ ა ქ უ რ ი ჭ.კლასის გუნდი დინამო ა ¿¿¿
მამუკა
15 თებერვალი 2024 10:07
0
დავით67 ს ნიგერიაზე გამაზე?
Gio
13 თებერვალი 2024 07:55
4
მე თუ მკითხავ. ვინც ტოტალიზატორში დადის ის საერთოდ დღეში სამჯერ უნდა სცემო. ამაზე დიდი სიბნელე და უტვინობა არ არსებობს. ლოთი და ნარკომანი მირჩევნია მოთამაშეს
დავით 67
13 თებერვალი 2024 12:06
0
წინა სტატიაში ვნახე რამდენი ბოღმიან და ბოროტ ადამიანს გაუხარდა ნიგერიის მარცხი ფინალში, ეტყობა კოდ-ტ,ივუარში მათი ნათესავები თამაშობენ. ასევე ნეაპოლელებს რა ახარებთ? თანაც ტრავმა მიუღია და შეიძლება ვერც ითამაშოს ჯენოასთან. არ მესმის რატომ უნდა გაგიხარდეს ოსიმენის მარცხი, მესმის რომ ნიგერიის გამარჯვების შემთხვევაში სიხარულით ვერ აღფრთოვანდები,მაგრამ ასე სარკაზმულად რატომ უნდა ქილიკებდეს ადამიანთა ჯგუფი
დავით 67
13 თებერვალი 2024 00:56
6
ეს იმას ნიშნავს, რომ ოსიმენი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ გულშემატკივრებს.
არ ვამბობ, რომ საკუთარი ფეხბურთელის დაცინვა კარგია, მაგრამ ალბათ აქვთ რაიმე მიზეზი, არ უყვარდეთ.
ყველა ადამიანს ცხოვრების თავისეული გაგება აქვს.
კოლა
14 თებერვალი 2024 12:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული