"ბარსა" კვარაცხელიასთვის ცდუნებაა - მისით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Get Football News Italy Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი, "ბარსელონას" გარდა, კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული:

"როგორც Il Mattino წერს, "ნაპოლი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებებისას პრობლემები წარმოიშვა, ვინაიდან ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს - ვიქტორ ოსიმენის დონემდე.

ამის ფონზე, ხვიჩასადმი ინტერესს "ბარსელონა" გამოხატავს. მისთვის ბრძოლაში აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ მონაწილეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი კატალონიელებისგან ზაფხულის შემდეგ მომდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

"ბარსა" კვარაცხელიათი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს არაა დაკავშირებული "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის
მომავალ 1/8-ფინალურ მატჩებთან".

აღნიშნულ თემას ფართოდ ეხმაურება იტალიური მედია. Spazionapoli აღნიშნავს, რომ ეს "კვარასთვის" ცდუნებაა, ევროპაში ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს, თუ კარგ პირობებს შეუქმნიან, შეუძლია ბალანსი შეცვალოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს, რაც კარგად იციან "ბარსელონაში" და მომავალ შეხვედრებში განსაკუთრებულად დააკვირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნეტა იყიდოს ბარსამ 3-4 წელიწადში ეგ გუნდი დაანგრევს ლუბოის თუ არ გაყიდიან პედრის გავის იამალს და როკეს(თუ რაც ქვია)
ABCABC
17 თებერვალი 2024 16:20
5
ისეთი ხალხით აშინებ ბარსას მოწინააღმდეგეებს, ღამე არ დაეძინებათ :) :)
DEF-DEF
17 თებერვალი 2024 18:03
0
რეალს ზაფხულში ენდრიკი შეუერთდება და დიდი ალბათობით მბაპეც, ეს იმ ხალხის გასაგონად ვინც იძახის რო რეალში უნდა წავიდესო რეალის ფანიაო, რეალის ფანი იყო ბავშობაში, რეალის ფანი იყო ნეიმარიც და პირიქით ბარსას ფანი იყო ვინისიუსი. ეს ისე ცნობისთვის... და რაც მერე მოხდა ყველამ ვიცით. ბარსას ყველაზე მეტად ჭირდება კვარა და პირიქით, გადახედეთ ბარსას შემადგენლობას, 70 პროცენტი კვარას ტოლი ან უფრო პატარა ბიჭები თამაშობენ, ამ გუნდში კვარა იქნება ისე როგორც თევზი წყალში. თან ძაან დიდი პერსპექტივა აქვს ბარსას. ეს 16-17 წლის ბიჭები 3-4 წელში ვფიქრობ მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებენ, თან თუ ფლიკი მიიყვანეს. გერმანული ხელი მაგრა მოუხდება ბარსას და ამ გუნდის ერთ ერთი ლიდერი კვარა იქნება თუ გადავიდა. კვარა, იამალი და ვიტორ როკეს შემტევი ტრიო მგონია რო დახატავდა ბარსას.
barca
17 თებერვალი 2024 03:17
5
რეალის ფანი ვარ, მაგრამ 100% ამბობ. რეალში ისეთი ვარსკვლავთცვენაა, სკამს ახეხინებენ, ბარსაში კი აწყვეტილი მერანივით იქნება. მართლა დახატავს და მისთვის მეც ვფიქრობ, რომ ასე სჯობს.
გოჩა
17 თებერვალი 2024 14:40
0
არავითარი ბარსა! კვარას დახატავს ჟირონა!
ბარსას
17 თებერვალი 2024 13:01
7
თუ ისევე ითამაშა ბარსასთან როგორც რეალთან შეიძლება ნაპოლიმაც აღარ გაუგრძელოს კონტრაქტი
მამუკა
17 თებერვალი 2024 01:40
24
კი, ლაურენტისს უთქვამს, ამ ერთ შანსსაც მივცემ და თუ არ მომეწონა, გავუშვებ და მამუკიეს დავაყენებ გუნდშიო. :)
მამუკა-ს
17 თებერვალი 2024 09:25
1
ზუსტად რომ ამ თამაშთანაა დაკავშირებული.ძალიან ხშირად ხდება,რომ მნიშვნელოვანი თამაშის წინ ვრცელდება კლუბის ინტერესი მოწინააღმდეგე გუნდის წამყვან ფეხბურთელზე.არვიცი ასეთ დროს რა გათვლით და ფსიქოლოგიული ზემოქმედების გამო,მაგრამ ზუსტად ეს ხდება ახლა....
Master
17 თებერვალი 2024 00:28
0
ამ შემთხვევაში, იტალიელებს აწყობთ ეს ჭორი კვარაცხელიას მოტივირებისთვის და შესაბამისად, მათი განავრცელები იქნება
OsimheN1
17 თებერვალი 2024 01:33
0
რეალის გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია, მაგრამ ამ ბარსას კვარა ნამდვილად დაამშვენებდა, იქეთ მბაპე აქეთ კვარა, მაგარი კლასიკო იქნება, სერიოზული.
მეგრელი
17 თებერვალი 2024 00:09
1
ის თუ სად უნდა წავიდეს ხვიჩა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.

პირველი არის ვის სჭირდება ხვიჩა ყველაზე მეტად, სად ექნება გარანტირებული დიდი სათამაშო დრო და ნაკლები კონკურენცია

მეორე არის რომ ეს გუნდი უნდა ესადაგებოდეს ხვიჩას სტილს, უნდა იყოს შემტევი ფეხბურთის მოთამაშე, დიდ როლს და თავისუფლებას უნდა ანიჭებდეს ვინგერებს


ორივე კომპონენტის შეჯერებით ბარსა ყველაზე სასურველი ვარიანტია დღეს კვარასთვის

ის რომ რეალის ფანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის დაბრკოლება არ უნდა იყოს. მართლა გგონიათ რომ ფეხბურთელები იმ გუნდის ფანები არიან სადაც თამაშობენ?

მინდია
16 თებერვალი 2024 23:02
0
თავის დროზე ლუის ენრიკე გადავიდა რეალიდან ბარსაში და ლუიშ ფიგუ კიდე ბარსადან რეალში, არ დაქცეულა ქვეყანა. ხვიჩა თუ უბრალოდ რეალის გულშეამტკივარია, მაგის გამო ნაღდად არ უნდა შეიკავოს თავი ბარსაში თამაშზე.
QT
16 თებერვალი 2024 22:31
2
"იქ რა უნდა აქ რა უნდა" პრინციპით თბილისის დინამოდან საერთოდ არ უნდა მიდიოდნენ მაშინ :)
საბა
16 თებერვალი 2024 22:29
1
რა ჩელსი ? მერე მუდრიკს რას უშვრებიან ? "100 მილიონად ღირებულ ფეხბურთელს" სკამზე დასვამენ ? PP
zura222
16 თებერვალი 2024 21:45
6
სიტყვა-სიტყვით მე არ მითხრა, მაგრამ მაგდაგვარი ჟურნალისტს უთხრა ინტერვიუს დროს: რეალის ფანი ვარო და როლანდო კი ჩემი კუმირიო. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.
გიგა
16 თებერვალი 2024 21:45
8
გასაგებია, ვიცით ეგ. მაგრამ იქნებ შეიცვალა ადამიანმა აზრი?
არ სჯობს, თვითონ ხვიჩამ თქვას, ვიდრე ჩვენ ვიმარჩიელოთ მის ნაცვლად?
გიგა-ს
16 თებერვალი 2024 23:30
1

სიახლეები პოპულარული