"ბარსა" კვარაცხელიასთვის ცდუნებაა - მისით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Get Football News Italy Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი, "ბარსელონას" გარდა, კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული:

"როგორც Il Mattino წერს, "ნაპოლი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებებისას პრობლემები წარმოიშვა, ვინაიდან ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს - ვიქტორ ოსიმენის დონემდე.

ამის ფონზე, ხვიჩასადმი ინტერესს "ბარსელონა" გამოხატავს. მისთვის ბრძოლაში აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ მონაწილეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი კატალონიელებისგან ზაფხულის შემდეგ მომდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

"ბარსა" კვარაცხელიათი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს არაა დაკავშირებული "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის
მომავალ 1/8-ფინალურ მატჩებთან".

აღნიშნულ თემას ფართოდ ეხმაურება იტალიური მედია. Spazionapoli აღნიშნავს, რომ ეს "კვარასთვის" ცდუნებაა, ევროპაში ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს, თუ კარგ პირობებს შეუქმნიან, შეუძლია ბალანსი შეცვალოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს, რაც კარგად იციან "ბარსელონაში" და მომავალ შეხვედრებში განსაკუთრებულად დააკვირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რას ქვია რა უნდა ბარსაში, თუ მიიწვევენ მაგის გამო უარი უნდა თქვა ლეგენდარულ კლუბში თამაშზე?
papai
16 თებერვალი 2024 19:28
4
რეალს ზაფხულში ენდრიკი შეუერთდება და დიდი ალბათობით მბაპეც, ეს იმ ხალხის გასაგონად ვინც იძახის რო რეალში უნდა წავიდესო რეალის ფანიაო, რეალის ფანი იყო ბავშობაში, რეალის ფანი იყო ნეიმარიც და პირიქით ბარსას ფანი იყო ვინისიუსი. ეს ისე ცნობისთვის... და რაც მერე მოხდა ყველამ ვიცით. ბარსას ყველაზე მეტად ჭირდება კვარა და პირიქით, გადახედეთ ბარსას შემადგენლობას, 70 პროცენტი კვარას ტოლი ან უფრო პატარა ბიჭები თამაშობენ, ამ გუნდში კვარა იქნება ისე როგორც თევზი წყალში. თან ძაან დიდი პერსპექტივა აქვს ბარსას. ეს 16-17 წლის ბიჭები 3-4 წელში ვფიქრობ მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებენ, თან თუ ფლიკი მიიყვანეს. გერმანული ხელი მაგრა მოუხდება ბარსას და ამ გუნდის ერთ ერთი ლიდერი კვარა იქნება თუ გადავიდა. კვარა, იამალი და ვიტორ როკეს შემტევი ტრიო მგონია რო დახატავდა ბარსას.
barca
17 თებერვალი 2024 03:17
5
რეალის ფანი ვარ, მაგრამ 100% ამბობ. რეალში ისეთი ვარსკვლავთცვენაა, სკამს ახეხინებენ, ბარსაში კი აწყვეტილი მერანივით იქნება. მართლა დახატავს და მისთვის მეც ვფიქრობ, რომ ასე სჯობს.
გოჩა
17 თებერვალი 2024 14:40
0
არავითარი ბარსა! კვარას დახატავს ჟირონა!
ბარსას
17 თებერვალი 2024 13:01
7
თავის დროზე ლუის ენრიკე გადავიდა რეალიდან ბარსაში და ლუიშ ფიგუ კიდე ბარსადან რეალში, არ დაქცეულა ქვეყანა. ხვიჩა თუ უბრალოდ რეალის გულშეამტკივარია, მაგის გამო ნაღდად არ უნდა შეიკავოს თავი ბარსაში თამაშზე.
QT
16 თებერვალი 2024 22:31
2
"იქ რა უნდა აქ რა უნდა" პრინციპით თბილისის დინამოდან საერთოდ არ უნდა მიდიოდნენ მაშინ :)
საბა
16 თებერვალი 2024 22:29
1
უნდა წავიდეს ბარსაში და დაუმტკიცოს რეალს პირად თამაშებშიბშიც და ზოგადად ლა ლიგაში რომ უკეთესია ვინისიუსზე. ეს მას შეუძლია . მიდი ხვიჩა
35
16 თებერვალი 2024 20:28
1
ისეთ გუნდში სადაც მარადონას კრუიფს,რონალდიოს,რონალდოსა და მესის უგორებიათ ბურთი უნდა გადავიდეს აბა რა უნდა ქნას და დაამტკიცოს რომ მათი ღირსეული მემკვიდრეა...
გომორძგუა მარგალეფც
16 თებერვალი 2024 20:36
3
ხვიჩა, სულით ხორცით რეალის ფანია და რა უნდა ბარსაში?!
გიგა
16 თებერვალი 2024 18:29
51
არ უნდა იმ "რეალს" და ჰქნას?! იარაღით ხელში დაადგეს პერესს? პირიქით, "ბარსა"-სთან შეხვედრები მისთვის უნიკალური შანსია - ჯერ ერთი, "ბარსა"-ს უფროსობა დაარწმუნოს მისი შეძენის სისწორეში და მეორეც, "რეალი"-ს შეფობას სამომავლოდ ანანოს მისი უგულებელყოფა
გიგა-ს
16 თებერვალი 2024 19:17
2
სიტყვა-სიტყვით ეგრე გითხრა? :))
გიგა-ს
16 თებერვალი 2024 18:59
5
ის თუ სად უნდა წავიდეს ხვიჩა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.

პირველი არის ვის სჭირდება ხვიჩა ყველაზე მეტად, სად ექნება გარანტირებული დიდი სათამაშო დრო და ნაკლები კონკურენცია

მეორე არის რომ ეს გუნდი უნდა ესადაგებოდეს ხვიჩას სტილს, უნდა იყოს შემტევი ფეხბურთის მოთამაშე, დიდ როლს და თავისუფლებას უნდა ანიჭებდეს ვინგერებს


ორივე კომპონენტის შეჯერებით ბარსა ყველაზე სასურველი ვარიანტია დღეს კვარასთვის

ის რომ რეალის ფანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის დაბრკოლება არ უნდა იყოს. მართლა გგონიათ რომ ფეხბურთელები იმ გუნდის ფანები არიან სადაც თამაშობენ?

მინდია
16 თებერვალი 2024 23:02
0
მე ბარსა მიყვარს მარა თუ რეალი დამიძახებს წავალ ოგონთ ბურთთან ვერ ვმეგობრობ
mmm
16 თებერვალი 2024 20:02
9
არავითარი ბარსა ეგ უდიდესი შეცდომა იქნება, ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდა მადრიდის რეალში უნდა ჩახვიდე ეგ ყველამ იცის ლიგა არის თვით რეალი. და ბარსაში თუ ითამაშებ მაგისკენ გზას გადაიკეტავ ეგ იქნება სტრატეგიული შეცდომა. ბარსა ლიგას კაი ხანი ვეღარ მოიგებს ნატირები აქვთ ყოფა ბარსას ეპოქა დასრულდა
sniper
16 თებერვალი 2024 19:00
58
შეურაცხყოფ და დამცირებას ცდილობ ადამიანის, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა (შეიძლება ცოტა უხეშად, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს) ერთ-ერთ საფეხბურთო გრანდზე, რომელსაც დღეს ნამდვილად არ ულხინს და სადაც დიდი ალბათობით იმაზე მეტ ხელფასს არ/ვერ გადაუხდიან, რასაც დღეს იღებს.
Zako-ს
17 თებერვალი 2024 17:49
0
და შენი ეპოქა როდის დადგა ან დასრულდა?! თუ გქონია საერთოდ
ზაკო
16 თებერვალი 2024 23:17
1

სიახლეები პოპულარული