დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
https://www.sport-express.ru/football/transfers/news/istochnik-barselona-gotova-zaplatit-za-hvichu-kvaracheliyu-okolo-100-millionov-evro-2180900/

ბარსელონა აპირებს ხვიჩას ყდივას 100 მლნ. ევროდ
სტალინი
19 თებერვალი 2024 13:03
11
ნეტა როგორ გჯერათ ეგეთი ზღაპრების,ჯერ ბარსას 100 მილიონი სულ არ ექნება გამოყოფილი ტრანსფერებისთვის,შარშან ფელიქსი და კანსელო იჯარით ძლივს აიყვანა,თანხებს აკოწიწებდა.მეორე კიდე,ვინმე რომ 100 მილიონს გადაიხდის კვარაცხელიაში.
ბესო
19 თებერვალი 2024 15:37
2
რუსულ site-ებზე ნუ შედიხარ. ФСБ ვირუსებით ამოგტენის.
ქ. გ.
19 თებერვალი 2024 15:11
3
ყველა გამოხმაურება
ვინც არ უნდა მოიყვანოს არაფერი აღარ ეშველება ნაპოლის.. ხვიჩა უეჭველი უნდა გადავიდეს სხვა გუნდში.
berg
19 თებერვალი 2024 12:48
1
და თქვენ გონიათ მაცარის ბრალია ეს ყველაფერი? სიტიმ არმოიგო ასევე ნიუკასლმა ტოტენჰემმა რეალმა ნაპოლიმ მილანმა ივენტუსმა ბაიერნმა გაგრძელებაც შეიძლება ყვველგან მაცარია მწვრთნელათ?
გიორგი
19 თებერვალი 2024 13:52
3
ქე არ ამევისუნთქეე!!! როგორც იქნა,რაღა გვიჭირს აპააI!!...ნაპოლის და მის პატრონებს არ გააცივა, მთავარია კვარამ ნაკრებში დადოს შედეგი თუ რამის ერთი ადგილი აქვს, თუ არა და ვის რაში აინტერესებს ნაპოლის მწრთვნელი ვინ იქნება,ხვიჩას ძირითადიდან მაინც არავინ ამოაგდებს. რაც გაბანძდება ნაპოლი მით უფრო ადვილად და იაფად შეელევა მათი მაფიოზა პრეზიდენტი.
zura zauta
19 თებერვალი 2024 12:36
13
ზოგიერთის უაზრო კომენტარზე გაგეცინება რა, უნდა წავიდესო ვინ გაუშვებს 2027 დე კონტრაქტი აქვს.თუ ვინმე 70 მლ-ს გადაიხდის კი ბატონო სიხარულით გაუშვებენ.
Rrr
19 თებერვალი 2024 12:22
3
აბა.???თითქოს მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში იყოს პრობლემა.ადექი და წადი))
დავით 67
19 თებერვალი 2024 15:39
0
რატოა უაზრო, ორ ევროდ რო ვერ წაიყვანს ვერავინ ეგ ჩვენც ვიცით.. 70მეტს იხდიდა ნიუკასლი, 90მილიონს..
Vito
19 თებერვალი 2024 12:53
5
მემგონი რეკორდზე მიდიან წლის განმავლობაში მწვრთნელების რაოდენობის შეცვლით
ნიკა
19 თებერვალი 2024 12:21
0
ხვიჩა! უნდა წახვიდე ნაპოლიდან.
ქ. გ.
19 თებერვალი 2024 12:02
2
ნაპოლი ჩაძირვისთვის განწირული გემია, დროის საკითხია...ამიტომ, ვისაც ჭკუა და შანსი აქვს ამ გემიდან უნდა ჩავიდეს.
pablo
19 თებერვალი 2024 11:51
3
იმედია, ხვიჩა ზაფხულში დატოვებს მაგ გუნდს.
კნოპსი
19 თებერვალი 2024 11:47
2
კალსონა გამიგია მაგარიაო
ზაქრო
19 თებერვალი 2024 11:47
1
ნიჭიერი მწვრთნელი ჩანს, სლოვაკეთი გაიყვანა ევროპაზე და რამოდენიმე თამაშს ვუყურე კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ვნახოთ აბა
kesha
19 თებერვალი 2024 11:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული