დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს! ამ სეზონში არაფერი აღარ ეშველება ნაპოლის, გინდ გულიტი და ვანბასტენი ერთად დანიშნეთ! ლავრენტამ მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა კარგახანია!
მწვრთნელი
19 თებერვალი 2024 11:46
3
აი კლასიკური მაგალითი, როცა ადამიანი, საკუთარი არასწორი ხედვებით, ანგრევს იმას, რასაც წლების მანძილზე აშენებდა.
კოლა
19 თებერვალი 2024 11:39
2
აგი რომან ფიფია 2-ია, მწვრთნელებში ხედავს პრობლემას და არა საკუთარ თავში.
გიზოგ
19 თებერვალი 2024 15:36
1
დავიჯეროთ, ეს "კალცონა უშველის" გაჭირვებულ ნაპოლის? ისე არაა ჩემი მტერი!
"ერთჯერადი" მწვრთნელები.....
19 თებერვალი 2024 11:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული