"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). "კვარა" აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 38 /
რომ იცოდეთ, რა მწარედ სჯიდა დიდი ნოდარ ახალკაცი გაყოყოჩებულ ფეხბურთელებს!
ხვიჩას თავში არ აქვს ავარდნილი, მაგრამ ზედმეტად ემოციურია.
გარემოცვა კი ალბათ სათანადო რჩევებს არ აძლევს.
მანფრედ კალცი
14:17 22-02-2024
5
ეს კალცონა ჯერ არ მისულა გუნდში და უკვე "ტიპობა" დაიწყო. ის რომ ხვიჩას გასვლის შემდეგ გაიტანეს გოლი არ ნიშნავს რომ ცვლილებამ გაამართლა. ხვიჩა იყო ბოლო ვისი თამაშითაც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო კალცონა. ანგისა და ლობოტკა იმდენ სისულელეს აკეთებდნენ პირველივე ტაიმის შემდეგ უნდა გამოეცვალა. ხვიჩამ ითამაშა თურმე ცუდად და ცრუქაქუნა პოლიტანომ ხომ დაამტვრია კრამიტები. კვარას შეცვლა კი არ არის პრობლემა (როცა საჭიროა უნდა შეცვალონ კიდეც), მისადმი კალცონას უსამართლო დამოკიდებულებაა პრობლემა. იმედია სეზონის ბოლოს ხვიჩა გადავა უკეთეს კლუბში.
მალაქია
16:38 22-02-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული