"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" მატჩისას შეცვლის გამო "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას იტალიურ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა გააკრიტიკა:

"დაუშვა თუ არა შეცდომა, როდესაც მოედნიდან კვარაცხელია გაიყვანა? არც მას და არც ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი. მე არ ვეთანხმები... გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები არიან? გუშინ "ნაპოლის" კიდევ ერთი ცუდი შეხვედრა ვნახე. არ ვიცი, მათ რას უყურეს, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი გუნდი იხილეს. რეალისტი ვარ, კარში ბურთი არც ერთხელ არ
დაურტყამთ. ოსიმენი იტალიაში 52 დღე არ იყო, რამაც მაცარის თავის მართლების საშუალება მისცა.

არაფერიც არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთს, ძალიან ცუდი "ნაპოლი" ვნახე. ფეხბურთელები - მოჩვენებები, გასული სეზონის გახუნებული ფოტოასლები: პირველ რიგში, დი ლორენცო, ლობოტკა და ანგისა. ჩემზე ერთადერთმა ოლივეირამ მოახდინა შთაბეჭდილება. ეს "ნაპოლის" ერთ-ერთი ცუდი მატჩი იყო. აქამდე ყველა ლაპარაკობდა, რომ თუ სახლში "ბარსელონას" ვერ მოვუგებდით, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით".

ხვიჩას შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ ისაუბრა: "კვარაცხელია შეცვლისას უკმაყოფილებას გამოხატავს? უკვე კარგა ხანია მიხვდა, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია არ შეუძლია. რამდენჯერმე ვერ მოითმინა, მაგრამ მე მისი სხვებზე მეტად მჯერა. ბიჭი ძალიან თვითკრიტიკულია, ხანდახან აღშფოთებულია, მოედნიდან გაბრაზებული გადის, მაგრამ მხოლოდ თავის თავთან მიმართებით. ეს კარგი ნიშანია მათთვის, ვინც იცის, რომ სხვა დონისაა".

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარაზე და ოსიმენზე უკეთესი მაგ გუნდში არავინაა.
1
ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არც არავის ვახვევ თავზე,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:შეიძლება მომეჩვენა იქიდან გამომდინარე,რომ ხვიჩა როგორც ყველა ქართველს მიყვარს და ვგულშევმატკივრობ,მაგრამ მე ასე დავინახე:ხვიჩას გასვლის შემდეგ დაიწყეს უკეთესად თამაში და შეტევაზე ფიქრი იმ უკანა და შუახაზელებმა ვინც მთელი ტაიმნახევარი ამის საპირისპიროს აკეთებდა.და მეორე:ხვიჩას იმდენჯერ მისცეს პასი როცა ფეხზე აჯდა კაცი რამდენჯერაც არ მისცეს პასი როდესაც სრულიად თავისუფალი იყო...
გოჩა
20:28 22-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული