კალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კალიარის" შეხვდება. ნეაპოლური გუნდი გუშინ გაემგზავრა სარდინიაზე. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, მაგრამ ის "პარტენოპეის" გაჰყვა. ნეაპოლური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით, პიოტრ ზილენსკი განაცხადში დააბრუნეს. ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა და საასპარეზოდ მზადაა. ნეაპოლში მხოლოდ სირილ ნგონჟი დარჩა.

ქართველ გულშემატკივარს პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებს, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩისას შეცვლის გამო მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. Il Mattino წერდა, რომ ქართველი შეიძლებოდა
დაეჯარიმებინათ და "კალიარისთან" სათადარიგო ყოფილიყო. თუმცა, Sky Sport და calcionapoli24 ირწმუნებიან, რომ კვარაცხელია სასტარტოში იქნება და "ნაპოლი" შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:

მერეტი, მაცოკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

დაპირისპირება "სარდინია არენაზე" თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altსამაგალითო მეგობრობა გრძელდება - ასე გაამხნევა ოსიმენმა კვარაცხელია [VIDEO]

alt"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

alt"დე ლაურენტისი რამდენიმენაირი არსებობს"- სპალეტიმ "ნაპოლის" პრეზიდენტს დასცინა

alt"თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, აუცილებლად გამომეხმაურე" - სპალეტიმ "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარს მიმართა

altPREVIEW. ხვიჩა "კალიარისთვის" გატანას კვლავ აპირებს, მწვრთნელი მას "გაიცნობდა", მედია კი დასჯაზე წერს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაო,რაო? ევროპაში არ არის მიღებულიო? კი მაგრამ ევროპისგან არ გვაქვს ყურები წაჭმული გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შესახებ? როგორ ,კაცს თუ ეწყინა არ გამოხატოს? მოიაფირისტოს და სიცილ-ხარხარით გავიდეს მოედნიდან? იქნებ არ შეუძლია აფერისტობა და ამიტომ უნდა დასაჯონ? დავწვი ევროპული სამართალი,მათი კანონდებულება ,მათი აზრი ,მოფიქრება ,მათი მირონცხებულობა.
არგუტი
17:20 25-02-2024
1
ჩვეულებრივი რეაქცია ქონდა ხვიჩას, არავისთვის დაურტყავს და არ უგინებიან არავისთვის, მას თამაში უნდა მორჩა და გათავდა...კალცონასნაირი ბევრი ეყოლება კიდევ, უბრალოდ დღეს ნაღდი უნდა დაუმტკიცო ხვიჩა რა შეგიძლია მიდი ძმა ჩვენ ხომ ვიცით რომ შეგიძლია....
Data
14:38 25-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული