ვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ჩასაფრებულები" არ აკლია; ჩვენ სულ ვცდილობთ, ვითარება ობიეტურად წარმოვაჩინოთ, არაერთი კომპეტენტური და სამართლიანი კომენტარიც იწერება. არსებობს მატჩები, სადაც "კვარას" გასაკრიტიკებლად, რაც მის მიმართ კეთილგანწყობიდან გამომდინარეობს, უფრო მეტი გარემოება არსებობს. ამას Sportall.ge-ს მკითხველი ხვიჩაც შესაბამისად მიიღებს, თუმცა ის ვითარება, რაც გუნდში ხდება, გვაიძულებს, აქცენტები სხვა ამბებზე გადავიტანოთ. ეს საერთოდ არაა თავის მართლების მიზნით "ისრების გადატანის" ცნობილი ტაქტიკა...

შორს და ღრმად აღარ წავიდეთ. ვალტერ მაცარის სამწვრთნელო შესაძლებლობები განსაკუთრებული იქნებ სულაც არაა, მაგრამ ის აკვირდებოდა უახლოეს როგორც კარგ, ისე ცუდ გამოცდილებას,
რითაც შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მაგალითად, ეს დასკვნა იყო ის, ლიდერებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ვითარება შეექნა, ისევ მწვრთნელისა და გუნდის ინტერესებისთვის. ოსიმენს ამ პერიოდში ბევრი გაუცდა (ნიგერიელი თითქოს ძველებურად შემართული არაა), კვარაცხელიასთან მიმართებით კი ვხედავდით, მაცარი როგორ იყო მონდომებული, მისთვის იდეალური პოზიცია და პარტნიორები შეერჩია. ამ გზაზე ბოლომდე ვერც ვალტერმა გარისკა, თუნდაც "მილანთან", სადაც კვარაცხელია მეორე ტაიმში ისევ მარცხნივ დააბრუნა, მაგრამ მცდელობა ბევრი იყო. ამასობაში ისიც გამოიკვეთა, თუკი ადრე ქართველი შედეგიანი ფლანგზე რუისთან ერთად იყო, ახლა მაცოკის მარცხენამცველობა უფრო პროდუქტიულს ხდიდა. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის შედეგიანობის აღდგენამდე ახლა ცოტა დაგვაკლდა...

Sportall.Ge

ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებს, რატომ უნდა აეწყოს ყველაფერი ხვიჩაზე ან გასულ სეზონში როგორ ახერხებდა ამხელა წარმატებასო. დიახ, დავუშვათ, გამოგყვებით ლოგიკაში. ფეხბურთელს, რა დონისაც უნდა იყოს, მუდამ ერთნაირი პერიოდები ვერ ექნება. ასეთ დროს ყველას მიზანი უნდა იყოს, ლიდერი ძველებურ კონდიციებში დააბრუნოს. უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ ვწერთ, რომ ის დამოკიდებულებები, რაც ახალ მწვრთნელ კალცონას აქვს, 77-ე ნომრის საუკეთესო ვერსიასთან ვერ მიგვიყვანს. ახლა ეს, რასაც გსურთ, იმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ასეთია. გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის ნათქვამი (ფეხბურთელებს არ ვადარებთ), გვარდიოლა მესის ყველა სურვილს უსრულებდა, ფორვარდადაც გადაიყვანაო...

როგორი იყო "კვარა" ბოლო მატჩში? - მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა.

თუკი კალცონა პრაგმატიზმს "აწვება", ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებადაა, რადგან ოთხეულში გუნდი სასწაულის ძალით თუ მოხვდება. გავარდნის საფრთხეც არ არსებობს და ამ დროს მეტი რისკი და თავისუფლება უფრო მისაღები იქნებოდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იმის ფუფუნებაც არ აქვს, ლიდერები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ მატჩში დაასვენოს (მიუხედავად იმისა, შუა კვირას შეხვედრაა) და ეს კარგად გამოჩნდა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ მკვეთრად განსხვავებულია, როცა გუნდს ანგარიში მიჰყავს და როცა ჩამორჩენილია. იმ სივრცეების გათვალისწინებით, რაც მატჩის ბოლოს შეიქმნა, კვარაცხელია გატანის რეალურ შანსს მიიღებდა. ობიექტურობისთვის, აქ შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ როცა ქართველი მოედანზე არაა, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიან და ეს ნეაპოლელებს დამატებით საშუალებებს აძლევთ, რაც ვერ გამოიყენეს...

Sportall.Ge

მაშინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამას დავწერდით - როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩას ფორვარდად გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა, "ჯვაროსნებში" არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. დიდი ფეხბურთელობის მიუხედავად, სამწვრთნელო კუთხით გამოუცდელი ფრანგისგან ნამდვილად არ ველოდით, ლიდერისთვის იდეალური პოზიციის შერჩევაზე, მის ხასიათის გამოკეთებასა და შენიშვნების მისაღები ფორმით მიცემაზე ყველაზე მეტად თუ იზრუნებდა და არა იმას იტყოდა, ვერ ითამაშა და შევცვალეო, რაც კალცონამ. მარტის თამაშები ახლოსაა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში "კვარას" დიდი იმედი გვაქვს!..

დამაინც, კვარაცხელიაზე. "ნაპოლის" გოლის ეპიზოდში ჯაკომო რასპადორის პრესინგი და ბურთის მოპოვება შეუდარებელი იყო. ხვიჩამ ეს კომპონენტი მაქსიმალურად უნდა განავითაროს. მეორეა, რომ 77-ე ნომერს ნახევარდაცვამ უნდა მოუხეროხოს, პასი მაქსიმალურად ისეთ ეპიზოდებში მიაწოდოს, როგორშიაც ამ გოლის დროს ოსიმენი იყო. ისევ რასპადორის ვახსენებთ (ზედმეტი არ მოგვივიდეს) - ჯაკომო ცდილობს, ცენტრში შეიწიოს და კარში იმგვარი პოზიციიდან ურტყას, საიდანაც ნაკლებად ხელსაყრელია, მაგრამ ცდად ღირს - ბურთი მაინც არ დაიკარგება და შეტევის კუთხურიდან გაგრძელების შანსი მაინცაა... რამდენიმე მეურვის ქვეშ მოქცეული ქართველისთვის ყველაფერი რთულია, მაგრამ ხვიჩამ ტექნიკირი და დრიბლინგების არსენალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოს, ამ სეზონის პირობებშიც ისე ითამაშოს, გრანდების ინტერესი და ფინანსური მარჟა (მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა) შეინარჩუნოს.

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

მკითხველის კომენტარები / 25 /
ფსიქოლოგია და ფსიქიკა! ადრეც დავწერე და იგივეს ვიმეორებ! ნაპოლიში (ისევე როგორც საქართველოს ნაკრებში) ნორმალური ფსიქოლოგი, თუ მუშაობს!? ყველა მთავარი მწვრთნელი ვერ გამოდგება კარგ ფსიქოლოგოდ! ეს ფაქტია!
მწვრთნელი
12:13 26-02-2024
0
ფაქტია, რომ ნაპოლის აკლია ის ფსიქოლოგიური კომპონენტები რაც გამარჯვების მოსაპოვებლად ბონუს შესაძლებლობად შეიძლება ჩაითვალოს. ესენია: გამარჯვებულის მენტალიტეტი, თავდაჯერებულობა და ხანდახან თავისუფლად მოქმედების უფლება. ამ ყველაფერს დამატებული "შაურიანი" მწვრთნელები და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას თამაშს ყველა მატჩში ასრულებს რამოდენიმე გადაცემას რომელიც პოტენციურად გოლს უნდა მოასწავებდეს მაგრამ... უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე მიუხედავად დავალებული შეზღუდული მანევრებისა(ბურთის "თრევა" არ ოგულისხმება, შორიდან დარტყმები იქნება სწორი). წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს.
გიგი
13:13 26-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული