უპირობოდ საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში „სასუოლოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

„ნაპოლის“ გარემარბის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 9.0 ქულა, Sofascore 9.7, Whoscored 10 ქულა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
საოცარია პირდაპირ! რატომ არ უნდა ჩაითვალოს ძალიან მაგარ მიღწევად, როცა შენი ფეხბურთელი ყველაზე გავლენიან ანალიტიკური (ბევრის აზრით) საიტიდან ფასდება სრული 10-იანით. თუ საერთოდ თვალს ადევნებთ(რაშიც მთლად არ ვარ დარწმუნებული) ეს საიტი ამ შეფასებას ძალიან იშვიათად ანიჭებს ვინმეს ზოგადად. აქ ითქვა გაზეთებმაო, ნეაპოლურმაცო სხვანაირად შეაფასაო...ჯერ ერთი გაზეთების შეფასებას ანალიტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი აქვეყნებენ კონკრეტული ე.წ. ექსპერტების შეფასებებს (ქულების მინიჭებაც განსხვავებულია), რომლებიც ბუნებრივად სუბიექტურია, ვინაიდან ეყრდნობა მავანის საფეხბურთო გემოვნებას და დიდი სურვილის შემთხვევაშიც პრინციპში ვერ იქნება ობიექტური. ანალიტიკური საიტები ითვლიან უამრავ ტექნიკურ მონაცემსა და სასარგებლო ქმედებებს,აქვთ განსხვავებული შესაძლებლობებიც, იმიტომ რომ მხოლოდ ამით სპეციალიზირდებიან. ამ საიტების შეფასების სისტემა შეიძლება არაა მთლად სუპერიდეალური,ხშირად აშკარად განცხვავდება გულშემატკივრის წმინდა საფეხბურთო აღქმიდან, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი მათ ითვალისწინებს, მსგავსადაა საქმე ტრანსფერმარკეტის შემთხვევაშიც. პ.ს. ნებისმიერი პოზიცია ცხადია მისაღებია და ყველას აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის უფლება, უბრალოდ სიცხადისთვის კარგი იქნებოდა დაგეფიქსირებინათ : თქვენ რომელ საიტების ანალიტიკას თუ შეფასებებს ენდობოდით ან ენდობით, ნუ როგორცაა..
ამატაკი
01 მარტი 2024 04:21
1
სასუოლოს თვით წყალტუბოს სამგურალიც კი მოუგებდა, ასე რომ, მეხუთე და მეექვსე გოლების გატანა მესამე გაშვებული გოლის მერე წელგატეხილ კლუბად დიდი ვერანაირი საკვირველი არის, თუმცა ხვიჩა რომ ყველას სჯობნიდა თავის კლუბში ეს ცხადზე ცხადია>
ასეთი შემართებით თმაში უნდა ფიორენტინა, ატალანტა, რომა, ლაციო, იუვენტუსი, ინტერი და მილანთან. როდესაც იმათთან იქნება ასეთი შედეგი 24 საათი ამათ ქებაში ვიქნები.
წარმატებები ხვიჩას .იმედია რომ მალე მაღალი დონის სტაბილურ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
გივი
29 თებერვალი 2024 20:11
2
Flashscore 9.7 ქულა, Sofascore 9.7, Whoscored 10 ქულა. ა, ეომეთ ამათ, ამ დამპალ იმპერიალისტ უცხოელებს, ქართველების განგებ შეცდომაში შეყვანა რომ სურთ. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, დამოუკიდებლად ეროვნებისა, თავი გაანებეთ. ამას გასწავლიან ვლადიკავკაზიდან?)))
გიორგი
29 თებერვალი 2024 17:26
2
თავისუფალ სივრცეებს როგორ იყენებს ხვიჩა როცა უჩნდება ამის მაგალითი იყო ეს თამაში. სასუალოსთან ეს შედარებით მარტივი იყო, მაგრამ იგივეს გააკეთებს, თუ თავისუფალი სივრცეები ექნება, ბარსელონასთანაც, რეალთანაც და ვისთან გინდა იმასთან. ეს კვარაა. ეს რომ მოხდეს ფეხში არ უნდა აძლევდნენ პასების დიდ უმეტესოაბას, ან მაშინ როცა არ იციან ბურთს რა უყონ. გოლი რომ გაიტანა, მგონი ოსიმენის პასით, აკრეფილ მაღალ სიჩწარეზე უკვე 3-4 ფეხბურთელი პრობლემა არ იყო. ასე ათამაშებს მილანი ლეაოს და შედეგიც არის.
გიორგი
29 თებერვალი 2024 16:59
1
სასაცილოები ხართ პირდაპირ, გასაგებია თქვენს ხბოს აღტაცებას საზღვარი რომ არ აქვს,როგორც იქნა კვარამ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა, მაგრამ ოსიმენას და ნიგერიას რას ერჩით, ასე ირონიით და კნინობით რომ მოიხსენიებთ-თქვენ თუ კვარას დუბლს ზეიმობთ, იმ კაცმა საერთოდ სამი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი ლამის მარტომ გააკეთა მას შემდეგ რაც 32-ე წუთისთვის ნაპოლი საერთოდ აგებდა, შთაბეჭდილება მრჩება ვინც აქ აკომენტებს ალბათ ჰგონიათ, ზემოთ მოყვანი სამი გამოცემის გარდა სხვა არ არსებობს ან მათი შეფასება სრული ჭეშმარიტებაა, არადა იტალიურმა გამოცემებმა მ.შ-ის ნეაპოლურმა, მატჩის საუკვეთესოდ ოსიმენა დაასახელეს-არეაპატოლი-ოსიმენა-8, კვარა7,5,კალჩონაპოლი- იგივე, ეუროსპორტი იტ-იგივე, გაზეტა -იგივე....კიდევ ბევრის შეფასებებია, სადაც ოსიმენია საუკვეთესოა და არც ერთი პირიქით, თუ ვინმეს არ სჯერავ შეუძლია ნახოს, ძნელი არ არის...ასე რომ ცოტა სოლიდურად კვარაშისტებო!! ჯერ-ჯერობით არ არის ეს ბიჭი ისე ჩამოლაბორანტებული, დაშლილ- გავარდნილ სასუელოს კარში გატანილი გოლებით ასე აიწიოთ და ლამის ეროვნულ მოვლენად წარმოვაჩინოთ, მით უმეტეს ანგარიში უკვე 4-1 იყო და შედეგი დამდგარი ორივე გუნდისთვის, სხვათა შორის მე-5 გოლის ასისტიც მან გააკეთა. არც ის მგონია აფრიკულ ნიგერიაში ასეთი ირონიული კომენტები ეწერათ კვარასა და საქართველოზე ბარსელონას და კალიარის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ, სადაც ოსიმენმა ორივეში გაიტანა, ხვიჩამ კი სრული სათამაშო ფიასკო განიცადა.
ბოჩია ცაავა
29 თებერვალი 2024 16:26
15
'ხბოს აღტაცება', გინდოდა გეთქვა 'ტილაჩი ვოსტორგ'?))) კუდების დამალვა მაინც ვერ ისწავლე, რა! მალჩატ, ტარაკან!)))
გიორგი
29 თებერვალი 2024 17:12
2
რა უბადრუკები ხართ ეს კვარას კულტის მიმდევრები. იიი "კვარამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" აი ესეთი დილეტანტი-ნეოფიტები არიან განსაკუთრებული აგრესიულები რამე ჭკვიანურს თუ დაწერ. დუბლი ბარსელონას გაუტანოს ნოუ კამპზე და მაშინ ვაღიარებ, რომ აქვს უდიდესი ტალანტი და არა უკვე კაპიტულაცია გამოცხადებულ საცოდავ კლუბს.
გიგა
29 თებერვალი 2024 15:26
31
ვის სჭირდება შენნაირი მართლა უბადრუკის აღიარება შე საცოდავო...
ირაკლი
29 თებერვალი 2024 18:09
2
შენ თუ აღიარებ რაღა უჭირს, "ოქროს ბურთი" რაღად უნდა! შენ ვინ გაღიარებს ტოპ ექსპერტად ?!
გიგა-ს
29 თებერვალი 2024 17:00
2
ყველა გამოხმაურება
რატომ აკლებთ? Flashscore 9.7 ქულა
პაატა
29 თებერვალი 2024 14:53
0
ხვიჩა ოქროს ბიჭია წინ დიდი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება იცის თვითონაც მათშორის ფეხბურთის გარედანაც მაგრამ გაუძლებს ოქრო ბიჭია და მთელი ქვეყანა გვერდით უნდა ვედგეთ დიდ ისტორიას დაწერს აუცილებლივ. " მიდი ქართველო დაგლიჯე მოედანი შენ ეს შეგიძლია მიდი შვილო საბედნიეროდ "
ამირანი
29 თებერვალი 2024 14:07
2
კვარამ საკუთარი ნახევრიდან რომ დაარტყა კარში და სამი სანტიმეტრით აცდა ბადეს, უფრო ღირებულია, ვიდრე რაც გაიტანა, ორი სხვაც ვერ გაიტანა, მაგრამ ოსიმენს, სიმეონეს და რასპადორის სამი საგოლე პასი მისცა, ვერც მათ გაიტანეს! ფეხბურთი კია სპორტი, მაგრამ სანახაობაცაა და ფეხბურთის პაგანინინია ხვიჩა, დავინჩია და კარუზოა ხვიჩა და ქმნის სანახაობრივ ფეხბურთს!
ალექს
29 თებერვალი 2024 12:52
2
რა არის აფერისტი გულშემატკივრების პოზიცია? ქამელეონივით, რო იცვლიან ხვიჩას ქომაგობას? სიტყვაზე "გუშინ" როგორ აკრიტიკებდნენ, ვარსკვლავობიდანაც კი "ჩამოაქვეითეს" და დღეს უკვე ისევ კვარადონაოო? ვერ ვიტან ასეთ "ვაი გულშემატკივრებს" , თუ ქომაგობ "ჭირშიც და ლხინშიც" მის გვერდით უნდა იყო! რა ვქნა მე ასე მესმის.
ზურა
29 თებერვალი 2024 12:32
3

სიახლეები პოპულარული