უპირობოდ საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში „სასუოლოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

„ნაპოლის“ გარემარბის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 9.0 ქულა, Sofascore 9.7, Whoscored 10 ქულა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
საოცარია პირდაპირ! რატომ არ უნდა ჩაითვალოს ძალიან მაგარ მიღწევად, როცა შენი ფეხბურთელი ყველაზე გავლენიან ანალიტიკური (ბევრის აზრით) საიტიდან ფასდება სრული 10-იანით. თუ საერთოდ თვალს ადევნებთ(რაშიც მთლად არ ვარ დარწმუნებული) ეს საიტი ამ შეფასებას ძალიან იშვიათად ანიჭებს ვინმეს ზოგადად. აქ ითქვა გაზეთებმაო, ნეაპოლურმაცო სხვანაირად შეაფასაო...ჯერ ერთი გაზეთების შეფასებას ანალიტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი აქვეყნებენ კონკრეტული ე.წ. ექსპერტების შეფასებებს (ქულების მინიჭებაც განსხვავებულია), რომლებიც ბუნებრივად სუბიექტურია, ვინაიდან ეყრდნობა მავანის საფეხბურთო გემოვნებას და დიდი სურვილის შემთხვევაშიც პრინციპში ვერ იქნება ობიექტური. ანალიტიკური საიტები ითვლიან უამრავ ტექნიკურ მონაცემსა და სასარგებლო ქმედებებს,აქვთ განსხვავებული შესაძლებლობებიც, იმიტომ რომ მხოლოდ ამით სპეციალიზირდებიან. ამ საიტების შეფასების სისტემა შეიძლება არაა მთლად სუპერიდეალური,ხშირად აშკარად განცხვავდება გულშემატკივრის წმინდა საფეხბურთო აღქმიდან, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი მათ ითვალისწინებს, მსგავსადაა საქმე ტრანსფერმარკეტის შემთხვევაშიც. პ.ს. ნებისმიერი პოზიცია ცხადია მისაღებია და ყველას აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის უფლება, უბრალოდ სიცხადისთვის კარგი იქნებოდა დაგეფიქსირებინათ : თქვენ რომელ საიტების ანალიტიკას თუ შეფასებებს ენდობოდით ან ენდობით, ნუ როგორცაა..
ამატაკი
04:21 01-03-2024
1
სასუოლოს თვით წყალტუბოს სამგურალიც კი მოუგებდა, ასე რომ, მეხუთე და მეექვსე გოლების გატანა მესამე გაშვებული გოლის მერე წელგატეხილ კლუბად დიდი ვერანაირი საკვირველი არის, თუმცა ხვიჩა რომ ყველას სჯობნიდა თავის კლუბში ეს ცხადზე ცხადია>
ასეთი შემართებით თმაში უნდა ფიორენტინა, ატალანტა, რომა, ლაციო, იუვენტუსი, ინტერი და მილანთან. როდესაც იმათთან იქნება ასეთი შედეგი 24 საათი ამათ ქებაში ვიქნები.
წარმატებები ხვიჩას .იმედია რომ მალე მაღალი დონის სტაბილურ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
გივი
20:11 29-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული