კალცონა: სულელი არ ვარ, ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე დავრჩე

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში, სტუმრად „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (6:1), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN-თან გააკეთა:

"ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება. მას აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო სირთულეები ჰქონდა. დაბრუნდა და ნელ-ნელა ბრუნდება მწვერვალზე. იმავეს ვიტყვი "კვარაზე", რომელმაც რთული პერიოდი გადაიტანა და დღეს დაამტკიცა, რაც შეუძლია. დაიბრუნა თუ არა სულიერი სიმშვიდე? ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. ამ ბიჭებმა დამარწმუნეს და ეს გამ
არჯვება ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. გუნდი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ინტენსივობა. კიდევ ცოტა დრო გვჭირდება, კარგი წინათგრძნობა მაქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა? რთული კალენდარი გვაქვს, მატჩიდან მატჩამდე უნდა წავიწიოთ წინ. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ და სეზონის ბოლოს ვნახავთ, სად აღმოვჩნდებით...

კვარაცხელია და ოსიმენი? სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ შორის არავითარ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი. სულელი კი არ ვარ, ასეთი დონის ფეხბურთელების გარეშე დავიტოვო თავი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ინტენსივობა იკარგება, მოედანზე ისინი შემყავს, ვისაც მეტი ძალისხმევის გაღება შეუძლია".

altუპირობოდ საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

altდუბლი და საგოლე პასი "სასუოლოსთან" - ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდა [VIDEO]

altბრწყინვალედ შეასრულა - კვარას დუბლი "სასუოლოს" წინააღმდეგ [VIDEO]

altხვიჩას სუპერგოლი "სასუოლოს" წინააღმდეგ [VIDEO]

altხვიჩას საგოლე პასი და ოსიმენის ჰეთთრიქი - "ნაპოლი" "სასუოლოს" ანადგურებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
იდიოტი კალცონე, აბა სახელებს არ ვცნობო. გენაცვალე კვარა
სვანსკი
29 თებერვალი 2024 10:13
5
თუ ბოლომდე წაიკითხე, ამბობს თუ ინტესივობას მოუკლებენ შევცლიო, მეც რომ ვიყო შევცლიდი, თანამედროვე ფეხბურთი მაგაზეა, ინტესივობაზეა აწყობილი, სხვანაირად წარმეტებას დაემშვიდობე, შეხედე ინტერს, არ მგონია ამ ნაპოლისგან რამე გამოვიდეს, ხვიჩას კი ტოპ გუნდი არ წაიყვანს რაც არ უნდა იჭორაოს ჯუღელმა, თუ ინტესიური თამაშს არ დაიწყებს, ვგულისხმობ ფიზიკურ გამძლეობას, დაცვაში ართმევაზე თამაშს, ფეხებში ძალის მომატებას, რომ ხშირად არ წააქციონ ,იკოტრიალოს მინდორზე და ა.შ. ჯერ-ჯერობით წინა სეზონის შემდეგ არაფერში მომატებული არ აქვს, ნიჭს კი განვითარება მუდმივად ჭირდება, ასე მასაც და ჩვენც აგვიხდება ოცნება...
გუსანი
29 თებერვალი 2024 15:30
3
მომეწონა ხვიჩას გოლები, მაგრამ არანაკლებ დასაფასებელია ხვიჩას საგოლე გადაცემა ოსიმენზე. საქმე პასის შესრულების ტექნიკურ სირთულეში კი არაა - მარტივი პასი გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ათიდან ცხრა ფეხბურთელი, იმდენად ხელსაყრელი პოზიცია იყო, თვითონ დაარტყამდა კარებში, მაგრამ ხვიჩამ აბსოლიტურად გამართლებულად ითამაშა, დაძლია გოლის გატანის ფსიქოლოგიური „შიმშილი“ და პასი უკეთეს პოზიციაზე, ფაქტიურად მცველებისაგან თავისუფალ ოსიმენს გაუკეთა. ასეთი რაღაცეები მაღალ საფეხურზე მყოფ და დიდსულოვან ფეხბურთელებს ახასიათებს. და კიდევ, ხვიჩამ ბევრი უნდა იმოძრაოს ხელსაყრელ პოზიციებზე გასასვლელად და კალცონემ უნდა დაავალდებულოს ფეხბურთელები მოამარაგონ ხვიჩა დროული პასებით. ასე მთლიანად გუნდი უფრო მოგებული დარჩება.
თენგაბი
29 თებერვალი 2024 06:27
3
Თამადაზე (ჟურნალისტზე) მეტი თქვი. Არაა ლამაზი.
Ჯიმა
29 თებერვალი 2024 20:42
0
კვარას ბრწყინვალე თამაში! სიამოვნება იყო ყურება! დარბოდა, ითხოვდა და ეძებდა ბურთს! ქონდა მონდომება. გოლებაი არაა საქმე. გოლიც რომ არ გაეტანა, განსხვავებულად კარგი თამაში ჩაატარა. ბოლო თამაშებთან შედარებით.

ვისაც ოდესმე რამე სპორტში რაღაც დონეზე უთამაშია გეცოდინებათ, რომ არიან მოთამაშეები, რომლებიც უკეთეს შედეგს აჩვენებენ, როცა მწვრთნელისგან ე.წ. “ტისკი” აქვთ. ზოგს სჭირდება ეს წნეხი რომ დაამტკიცოს, რომ შეუძლია.

თუ გახსოვთ სპალეტიც სულ 70-ე წუთზე ცვლიდა. არ ვიცი, იქნებ რაღაც მსგავსი ფორმით კალცონამაც მოახერხოს მისი ხასიათის და ტალანტის გამოღვიძება? იქნებ პირიქით, ეს ცვლილებები და თუნდაც სკამზე დასმა წაეხმაროს მოტივაციაში??
კალციო კალცონა
29 თებერვალი 2024 01:56
6
მეცინება ვიღაცეები უკმაყოფილებას,რომ გამოთქვამენ რა შეჭამეთ კვარაცხელიათი ტვინი სხვა ფეხბურთელებზეც დაწერეთო,რომელი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ ჩემპიონატში რეგულარულად და ვის გააქვს გოლები?!მეც ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი გვყავდეს კვარას დონის ფეხბურთელი, მარა არ არიან!!!!
!!!
29 თებერვალი 2024 01:02
6
ტოპ ხუთ ჩემპიონატში!!რვა გოლი და ექვსი საგოლე პასი აქვს,მეორე ლიგაში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები და გოლი არ აქვთ გატანილი,ყველაზე მეტი მოძულე კი მაინც ხვიჩას ყავს!!!საკვირველია!!!!
გიორგი
29 თებერვალი 2024 00:52
7
ქვეყანაში სადაც თამარ მეფეს, ერეკლეს, აკაკის გვიგინებენ ტალახაძე და კვარას რომ აგინებენ ეს მანქურთები ეს გიკვირს?
ქართველი
29 თებერვალი 2024 09:48
3
ამ საიტზე ვიღაცეები ღადაობდნენ,კვარას საქართველოს დროშიან წვივსაკრავზე და ხო გამოჩნდა ტრანსლაციის დროს მთელი საქართველოსა და იტალიის დასანახად?!
საქართველო უპირველესად
29 თებერვალი 2024 00:43
6
ხვიჩა გაიხარე შენ მეუღლესთან ერთად!!!
ქალთმოძულეებს
29 თებერვალი 2024 00:32
6
ნუ ბოდავ რა, კარლსონა. შენც დაგღუპავს სიჯიუტე, რასაც გადაყვა უკვე ორი მწვრთნელი.
ნუ ბოდიალობ, კარლსონა
29 თებერვალი 2024 00:25
10
სულელის მეტი, ვინ გაიყვანდა ბარსასთან თამაშში ხვიჩას? ზუსტად ბოლო 15 წუთი წავიდა ისეთი თამაში, ხვიჩა რომ რაღაცას იზამდა, მაგრამ აჰა
ლევანი
29 თებერვალი 2024 00:23
6
სულელი ხარ, უბრალოდ გიმართლებს ჯერჯერობით. ხვიჩას წარმატებები!
მამუკა
29 თებერვალი 2024 00:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული