კვარაცხელია "ნაპოლიში" მორიგ ბრწყინვალე მატჩს გამოეხმაურა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჩვენებური ამ დამაჯერებელ გამარჯვებას Instagram-ზე მოკლე პოსტით გამოეხმაურა.

"რა სანახაობა გუნდისგან! წინ!", - დაწერა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის, "კვარამ" მიმდინარე სერია A-ში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაიტანა. 

"პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 3 მარტს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვიმედოვნებ "იუვენტისთან" შარშანდელ თამაშს გაიმეორებენ. "ოცნება"-ს კაცი არ მოუკლავს! რომელი ხართ წინააღმდეგი?!
Ზაზა
17:13 29-02-2024
2
მართალია,2022 წლის შემდეგ ჩემი აზრით საუკეთესო თამაში იყო,მაგრამ დაველოდოთ იუვენტუსთან მატჩს.
ჯუჯი
13:20 29-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული