"ნაპოლი" დაბრუნდა თუ კვლავ უღიმღამო გუნდი იქნება? - რას წერენ იტალიაში "პარტენოპეის" დამაჯერებელ გამარჯვებაზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სასუოლო" 6:1 გაანადგურა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

"პარტენოპეის" ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ იტალიურ პრესაში ბევრი რამ დაიწერა. მათ შორის გაჩნდა კითხვა - დაბრუნდა "ნაპოლი"?

ჟურნალისტი პაოლო ესპოზიტო ფიქრობს, რომ ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.

"როგორც ყოველთვის, ნეაპოლში დეპრესიიდან ეიფორიაში თვალის დახამხამებაში გადავდივართ.

ეს ყოველთვის იყო ამ ადგილის ყველაზე დიდი ნაკლი. ჩვენ დღეს საჩოგბურთო ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვისთან გვქონდა შეხვედრა.

"სასუოლომ" ბოლო 7 თამაშში 1 ქულა აიღო, რაც პირდაპირ გზას ნიშნავს სერია B-სკენ.

ასე რომ, დაელოდეთ კვირას "იუვენტუსთან" შეხვედრას და ვნახოთ, დაბრუნდა "ნაპოლი" თუ ისევ ის უღიმღამო გუნდი დარჩა", - თქვა ესპოზიტომ. 
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარლსონას არ ჰქონდა საშუალება წინასასეზონოდ მოემზადებინა გუნდი და შესაბამისად, მისთვის ეს საწყისი თამაშები ექსპერიმენტები იქნება.
ლაურენტისი აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არაა რეკომენდირებული - ,,გადასასვლელზე ცხენებს ცვლის".
კოლა
01 მარტი 2024 00:49
0
შედეგი განაპირობა ორმა ფაქტორმა:1)სასუოლოს მძიმე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ.მათ ხომ ორიოდე დღის წინ ბოლო წამებზე გაშვებული გოლით უშუალო კონკურენტთან ექვსქულიანი დაპირისპირება დათმეს.2)ნაპოლიმ პირველად სეზონში მთელი თამაში ითამაშა მაღალი ინტენსივობით ,კარგი პრესინგით და მოძრაობით.რა თქმა უნდა ,რომ ხარვეზები იყო ,მაგრამ რაც მთავარია გუნდი ვნახეთ უკეთესად ამოძრავებული ,ვიდრე წინა თამაშებში და ამის დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა.მალე გამოჩნდება ,ეს შემთხვევითობა იყო თუ ტენდეციას ჩაეყარა საფუძველი.
არგუტი
29 თებერვალი 2024 23:35
0
არ მეგონა,თუ იტალიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდს ეყოლებოდა ტაილანდის და მონღოლეთის გუნდების დონის დაცვის ხაზი.
გელა2
29 თებერვალი 2024 18:31
2
vin sad ra dabrunda?????gadaobt
kombato
29 თებერვალი 2024 17:40
1
გრანდებმაც მაგ ანგარიშით თუ მოუგეს მაშინ ჯერ არ დაბრუნებულა და თუ ვარ მაშინ დაბრუნდა ვთქვათ და ხვიჩასგან საჩემპიონო თამაშთან მიახლოვებულს მაინც დაველოდოთ ახალ გუნდში კი ისევ გაგვეზრდება მოთხოვნები და მხოლოთ ძველ კვარას დაველოდებით
1.2.3.4.5.6.
29 თებერვალი 2024 17:29
3
ამ ზედმეტობებმა ხო წაიღო ტვინი რაა. ძლიერ გუნდებტან ფეხს ვერ ანძრევსდა სასულოსაც თუ ვერ შეუგდო და დააბრუნეთ ისევ ბატუმში ან რუბინში. კვარადონა და რავიცი. კაი იგროკია ნამდვილად, მარა, ძალიან ბევრიაქ მოსამატებელი. მაგ გუნდში, მაგან ამოწურა ტავი
ლევან მაღლაკელიძე.
29 თებერვალი 2024 15:27
29
ამ მოგებიდან კარგი მხოლოდ ხვიჩას გოლებია, მეტი არაფერი... პირველი გილისას განსაკუთრებით მცველები გამცილებლების როლში იყვნენ ,ასე რომელი გუნდის დაცვა მოიქცევა? მეორე გილის დროსაც მცველს ჩამოეძინა... ჩვენი ნაკრების დაცვა გამახსენდა...ნაპოლი ისევ არეულად თამაშობს, ნელა გადადგილდება, პასებს აგვიანებენ და თავისუფალ ზონებს გვიან ითვისებენ და ა.შ. დიდი სხვაობა რომ შეამჩნიოთ უყურეთ მაგ ინტერის თამაშს და მიხვდებით, აგერ კვირას გამოჩნდება ნაპოლის სახე...
გუსანი
29 თებერვალი 2024 15:16
3
რას უნდა დაველოდოთ? თამაშით ისევ საშუალოდ და საშუალოზე ცუდად ითამაშა ნაპოლიმ, მეტოქე ყავდა ძალიან დასუსტებული და გაილაღეს
იუვეს ვერ ვიტან, მაგრამ გაუჭირდებათ გოლების გატანა თუ ტემპს არ მოუმატეს და ისევ იბოდიალეს
inviz9
29 თებერვალი 2024 15:07
3
ჭკვიანი კაცია ესპოზიტო...
status quo
29 თებერვალი 2024 15:04
2
ფაქტიურად შარშამდელი შემადგენლობა იყო. დიდი ანგარიშით გამარჯვებამ შეიძლება ფსიქოლოგიურად კარგად განაწყოს გუნდი, ვნახოთ...
სამართალი
29 თებერვალი 2024 14:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული